შაბათი, მარტი 15, 2025
13.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნაციონალი, თავისი არსით, არის ანტივაჟა" - ირაკლი კობახიძე

“ნაციონალი, თავისი არსით, არის ანტივაჟა” – ირაკლი კობახიძე

რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტს სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. კობახიძე საპროტესტო აქციას ფსევდოპატრიოტულ ფსევდოპროტესტს უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი ადამიანები ქვეყანას მუდმივად პრობლემებით ემუქრებიან:

,,გუშინ და დღეს ნაციონალები ამტკიცებდნენ, რომ ქართული წესი – „დღეს სტუმარია ეგ ჩემი“ ვრცელდება მხოლოდ მოყვარეზე და არა მტერზე. შეგახსენებთ, რომ ვაჟას ეს ანდერძი გრძელდება სიტყვებით – „თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“. ანუ წესის ობიექტი სწორედ რომ მტერია, თორემ მოყვარეს კაცი რომ მოყვრულად ხვდება, ამას გულზე მჯიღის ცემა საერთოდ არ ჭირდება. აქ პრობლემა უფრო მეტად მენტალიტეტშია, ვიდრე არცოდნაში. ნაციონალი ვერ იტანს ვაჟას, ისევე როგორც ყველაფერ წმინდას, რაც ჩვენს ტრადიციებსა და ღირსებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ადამიანი, რომელსაც ვაჟა წაკითხული და გაგებული აქვს, ნაციონალი ვერასდროს გახდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ნაციონალი, თავისი არსით, არის ანტივაჟა.

ამ დასკვნას ამყარებს ელენე ხოშტარიას კიდევ ერთი გუშინდელი გამონათქვამი – ინფორმაცია პოზნერის გეგმების შესახებ მისი მასპინძლისგან მქონდაო. ეს მართლა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და უმაღლესი ალბათობით, ეფესბეს აგენტი ყველას გასაგონად ამბობს, რომ ქართველი სტუმრის დამბეზღებელია, ანუ ქართველს აბრალებს იმას, რაც არის თავად, ნაციონალი – ანტივაჟა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ხელში უჭირავთ რუსული ასანთი და ქვეყანას მუდმივად პრობლემებით ემუქრებიან. მათი გუშინდელი ფსევდოპატრიოტული ფსევდოპროტესტიც ამის კიდევ ერთი ნათელი დასტური იყო,’’ – წერს ირაკლი კობახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ავტორი
ნინო დავითაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი, ეს სიცოცხლის ზეიმი ბავშვები რომ ციხეში გამოკეტეთ, იმიტომ არის თქვენი სიცოცხლის ფასი კაპიკი,...

საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულთა სასამართლო პროცესზე ერთერთმა, დარბაზში მყოფ თავის...

“იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის” – ირაკლი...

"იმედი LIVE"-ს ეთერში "დიფ სთეითთან" დაკავშირებით ისაუბრა მთავრობის მეთაურმა,...

“თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს – რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით. იცოდეთ,...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...