ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოადღეს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების...

დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დღეს 82 წლის გახდებოდა. განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია 1939 წლის, 31 მარტს დაიბადა, დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.

ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად, 70-80-იან წლებში საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და მედროშე იყო.

მან დაარსა პოლიტიკური ბლოკი ,,მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”. 1990 წლის 28 ოქტომბერს კი ბლოკმა მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა. თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, საქართველოს უმრავლესობის მხარდაჭერით, 1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტად აირჩიეს.

სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, პრეზიდენტმა პოსტი 1992 წლის 6 იანვარს დატოვა, 1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია ხობის რაიონ სოფელ ხიბულაში გარდაიცვალა, მისი დაღუპვის გარემოებები ამ დრომდე უცნობია.

იგი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ავტორი
ნინო დავითაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...