პარასკევი, აპრილი 19, 2024

“პოლიტიკური მძევლები ამ ქვეყანაში აღარ იქნება” – გიორგი ვაშაძე

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ქრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართული მორიგი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შეფასებებისას განაცხადა, რომ მზად იყო რაციონალური კომპრომისისთვის, თუმცა მძევლების დატოვებას ხელისუფლებისთვის არ აპირებს. ოპოზიციონერი ლიდერი, ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტში არ იყო განხილული არც რიგგარეშე არჩვენები და არც მასთან მისასვლელი გზა, რასაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს ოპოზიცია:

,,სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ნულოვანი სახელმწიფოებრივი პოზიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ქვეყანას მართავს არა ადამიანები, ვისაც რამე უნდათ, რომ გააკეთონ ქვეყანაში, არამედ, ჩვეულებრივი კორუმპირებული მძარცველები, რომლებსაც უნდათ ერთადერთი რამ – შეინარჩუნონ ხელისუფლება.

ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე რაც არის: სამ საკითხს, რომელიც გამოქვეყნდა ამ დოკუმენტში, მე მზად ვარ, რომ დღესვე ხელი მოვაწერო, მაგრამ ორი საკითხი, რომელიც მანდატით იყო განსაზღვრული, რომელიც ჩვენ, ისევე, როგორც „ქართულმა ოცნებამ“, გადავეცით მედიაციის მხარეს, ამ ორ საკითხზე არ არის შეთანხმება.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს გადაწყვიტა, რომ მძევლად დაიტოვოს ორიდან ერთი ადამიანი და „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა საერთოდ თავის გაცემულ პირობაზე შარლ მიშელთან თქვას უარი და არანაირი ჩანაწერი არ ყოფილიყო ამ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.

ამის გარდა, მათ გადაწყვიტეს, რომ ფარსად აქციონ საარჩევნო რეფორმა, ასე ვთქვათ, ზედაპირულად წარმოგვიდგინონ სასამართლო რეფორმა და უბრალოდ მოგვიყარონ რაღაც თანამდებობები პარლამენტში და ამით ეგონოთ, რომ ვინმე ოპოზიციაში დათანხმდებოდა. მე, როგორც ჩემს ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანი, ჩემს თანაგულნდელებთან ერთად, რა თქმა უნდა, მძევლების დატოვებას ვერ დავეთანხმებოდი. ეს საჯაროდ მაქვს გაცხადებული და ამ მედიაციიდან სწორედ ამას ველოდები, რომ პოლიტიკური მძევლები ამ ქვეყანაში აღარ იქნება. ასევე ვერ დავეთანხმებოდი ვერცერთ შემთხვევაში ჩანაწერის არარსებობას არჩევნებთან დაკავშირებით.

ხაზს ვუსვამ – ჩვენც ისევე, როგორც ,,ქართულმა ოცნებამ“, მანდატი როცა გადავეცით მედიაციის ევროპულ მხარეს ამერიკულ მხარესთან ერთად, შარლ მიშელის ვიზიტის დროს, მაშინ გამოვთქვით ყველამ თანხმობა, რომ რიგგარეშე არჩვენებთან მისასვლელ გზასთან დაკავშირებით უნდა შევთანხმებულიყავით ამ დოკუმენტში“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული