spot_img
მთავარიCOVID 19თეა ახვლედიანი: საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის...

თეა ახვლედიანი: საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროსა და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამის გავრცობის აუცილებლობის თაობაზე საუბრობს და კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებს სთავაზობს ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე:

მოწოდებული დოზების პარალელურად ჯერ ხდება პრიორიტეტული ჯგუფების უზრუნველყოფა, რაც შემდეგ გავრცელდება დანარჩენ მოქალაქეებზეც. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გაცნობოთ, რომ საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ამ პროცესთან დაკავშირებული პროცედურები და სქემა სხვა შესაბამისს უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, განსაზღვრულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით გაავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას.

ზოგადად, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს უწყებათშორისი სააკორდინაციო საბჭოს ეპიდემიის მართვის პროცესში შესაბამისი რეგულაციების დაწესებასა თუ გაუქმებაზე ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და პრაგმატულად იღებს გადაწყვეტილებებს, სწორედ ამ მიდგომით, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას დღესდღეობით ოკუპირებულ რეგიონებთან დაწესებულ დროებით ზომებთან მიმართებაშიც,” – აცხადებს თეა ახვლედიანი.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...