კვირა, ივლისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირელიგია და ტრადიცია"უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა...

“უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, საკვირაო ქადაგებისას ახალგაზრდებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდობა გარემოცულია უარყოფითი მოვლენებით:

ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენი ცხოვრება ემსგავსება კიბეს; ერთი ნაწილი მაღლა მიდის, მეორე – დაბლა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მაღლა მიდის. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ ამ უკანასკნელ ჟამს ჩვენ, ყველანი, მაღლა მიმავალ კიბეზე ვიყოთ.

მაცხოვარი ამბობს: „ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“.

უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის.

ცხოვრება ადამიანისა რთულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი სუფევს, უფალი მეფობს! უფალი გვაძლევს ძალას და სიბრძნეს, უფალი არ დაგვტოვებს ჩვენ ობლად.

განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდებზე, ჩვენს მომავალ თაობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალგაზრდობა გარემოცულია უარყოფითი მოვლენებით.

ღმერთი არ დაგვტოვებს, ძალას მოგვცემს. ფსალმუნი ამბობს: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“.

ძალა და მშვიდობა მოგვანიჭოს ზეციერმა მამამ, ძალა და მშვიდობა სუფევდეს ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში, საქართველოსა და მსოფლიოში.

მშვიდობა სუფევდეს თქვენში და თქვენს გარშემო, გაიხარეთ!

ჩვენთან არს ღმერთი!” – ილია მეორე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...