შაბათი, მაისი 10, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19ჩვენ მოგვეცემა საშუალება, მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ,...

ჩვენ მოგვეცემა საშუალება, მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა ვაქცინა – ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის პროცესის შეფასებებთან ერთად 27 წლის ახალციხელი მედდის გარდაცვალების თაობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საკითხს ორშაბათის საგანგებო სხდომაზე გაეცემა პასუხი:

ფაიზერი გამოიკვეთა, როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა, თუმცა როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ასევე მკაცრი მარეგულირებლები აცხადებენ, რომ ყველა ვაქცინა არის ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანი და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ჩვენ მოგვეცემა საშუალება, მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა ვაქცინა.

არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირდაპირ გამომწვევ მიზეზად შესაძლებელია არ დასახელდეს ვაქცინა. ჩვენ ველოდებით სამხარაულის დასკვნას და ორშაბათს, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება საგანგებო სხდომა, რომელზეც იქნება წარმოდგენილი რეგულირების სააგენტო, როგორც მოპასუხე და ასევე წარმოდგენილი იქნება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოციანობა რომ დასრულდება და რუსი რომ საბოლოოდ წავა აქედან, მაშინ დაუბრუნდება ყველას თავისი ნამდვილი...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“მეგობარი აქტის” მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის” – თინა ბოკუჩავა

“მეგობარი აქტის მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...