spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლომ დაარეგისტრირა ჩვენი სარჩელი ჩემთვის...

“დღეს საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლომ დაარეგისტრირა ჩვენი სარჩელი ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ამერიკელ მეგობრებს მადლობა გადაუხადა, რომ ამ ურთულეს დროს დგანან საქართველოს გვერდით. ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული არჩევნები და მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა არის გამოსავალი, ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და გაყვანა დიდ მსოფლიო განვითარებაში:

,,მეგობრებო, მინდა დავიწყო მოლოცვით სრულიად საქართველოზე. გუშინ აშშ-ს სენატში შედგა ისტორიული სხდომა, სადაც მთელი მსოფლიოს გასაგონად გაცხადდა ჩვენი დიდი ამერიკელი მეგობრების პოზიცია, რომ ისინი ამ ურთულეს დროს ისევ და ისევ დგანან საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მათ.

ჩვენც, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა ვიმოქმედოთ, რათა დამთავრდეს ბოროტება პუტინის ფილიალის სახით, რომელსაც წარმოადგენს დღევანდელი ივანიშვილის რეჟიმი.

დღეს საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლომ დაარეგისტრირა ჩვენი სარჩელი ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც საქართველოს უკანონო ე.წ. პარლამენტმა რამდენიმე ხნის წინ უარი გვითხრა.

ეს ცოდვით, ქართველი ხალხის უბედურებით, ძალადობით, ყაჩაღობით, დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვით შექმნილი ვაიორგანო არ უნდა დარჩეს ასპარეზზე. ის არ უნდა შედგეს, ის უნდა დაიშალოს, აღებული ხელფასები და პრემიები, მილიონები უკან უნდა დააბრუნონ, აი იმ მილიონერებმა, რომლებიც იქ შევიდნენ. ნდობის ბოროტად გამოყენებით, გაყალბებით და ძალადობით.

ჩვენც, ოპოზიციამ უარი უნდა ვთქვათ ამ პარლამენტში მოღვაწეობაზე, კატეგორიულად დავსვათ საკითხი, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები დემოკრატიული, ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა. აი ეს არის გამოსავალი, ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ჩვენი ცივილიზაციის გაყვანა იმ დიდ მსოფლიო განვითარებაში, სადაც ჩვენი კანონიერი ადგილი ყოველთვის გვქონდა, გვაქვს, გვექნება და ჩვენ მას დავიბრუნდებთ, ვინც არ უნდა შეეცადოს ამის წართმევას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თურმე, ქოლ-ცენტრების საქმეს იმიტომ ვიძიებდი, რომ კონკურენტების ჩაძირვა და “კადრების გადმობირება” მინდოდა, ეს იგივეა...

პროკურატურის ბრალდებებს კონკრეტული პარალელებით და მინიშნებებით პასუხობს "ქრონიკა +"-ის...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“0%-იანი განვადება – მითი თუ რეალობა?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...