ორშაბათი, ივლისი 14, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენი პარტნიორების მთავარი გზავნილია, რომ მმართველ პარტიას აკისრია...

ჩვენი პარტნიორების მთავარი გზავნილია, რომ მმართველ პარტიას აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ქვეყანა გამოიყვანოს პოლიტიკური კრიზისიდან – გიორგი ვაშაძე

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის თაობაზე საუბრობს პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მეგობრების მაღალი ინტერესი და ჩართულობა ნაკარნახევია ხელისუფლების მხარდასაჭერად, არამედ საქართველოს წარმატებისა და დახმარების სურვილით:

მართლაც უპრეცედენტოა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა ევროპიდან და აშშ-დან, ამას მიუთითებს ევროსაბჭოს მინისტერიალსა და ამერიკის სენატში გუშინდელი მოსმენები საქართველოს საკითხზე, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკის სენატი, ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს და მის მოქალაქეებს.

შესაბამისად, ვერ ვხვდები რა უხარია “ქართულ ოცნებას” მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გვქონია მსგავსი ნეგატიური გზავნილები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

სენატორები საუბრობდნენ, რომ თუ დემოკრატიამ არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკური წევრობის შანსს. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ იზრდება ოლიგარქიული გავლენა მართლმსაჯულების სისტემასა და პოლიტიკაზე და მელიას დაჭერა უკან გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიისთვის.

მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების მითითება იმის შესახებ, რომ ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნების პრაქტიკა მიუღებელია დემოკრატიული სამყაროსთვის და ოპოზიციური პარტიის ლიდერები ციხეში არ უნდა ისხდნენ.

მთავარი გზავნილია, რომ მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას” აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ქვეყანა გამოიყვანოს პოლიტიკური კრიზისიდან, რადგან ეს კრიზისი აზიანებს სახელმწიფოს, ხალხს და ემსახურება რუსეთის ინტერესებს.

ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მაღალი ინტერესი და ჩართულობა ნაკარნახევია არა “ქართული ოცნების” მხარდაჭერით, როგორც ხელისუფლება ცდილობს რომ გაასაღოს, არამედ საქართველოს წარმატებისა და დახმარების სურვილით“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აშკარად ჩანს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია არეულია” – კახა კალაძე

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან...

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...