შაბათი, ივლისი 5, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"თუ აბიტურიენტები არ დარეგისტრირდებიან 31 მარტის 18:00 საათამდე,...

“თუ აბიტურიენტები არ დარეგისტრირდებიან 31 მარტის 18:00 საათამდე, ვეღარ გადავლენ რეგისტრაციის მომდევნო ეტაპზე და, შესაბამისად, გამოეთიშებიან საგამოცდო პროცესს” – სოფიო გორგოძე

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.

22 მარტის 11:00 საათის მონაცემები ასეთია:
• ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 19200 – მდე აბიტურიენტმა გაიარა;
• სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 1000 – მდე სტუდენტმა გამოთქვა;
• საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 3 400 – ზე მეტმა შეავსო;
• მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად 14 000 – მდე მსურველი დარეგისტრირდა – ამ ჩამონათვალში არიან ის კანდიდატები, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე, მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებით აბიტურიენტებს, რომ დროულად მოახდინონ გამოცდებზე რეგისტრაცია:

გამოცდებზე რეგისტრაციის დასრულებამდე 10 დღე რჩება. მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით კი აბიტურიენტებს, რომ ეს პროცესი არ მიიყვანონ ბოლო დღეებამდე. მოგეხსენებათ, თუ აბიტურიენტები არ დარეგისტრირდებიან 31 მარტის 18:00 საათამდე, ვეღარ გადავლენ რეგისტრაციის მომდევნო ეტაპზე და, შესაბამისად, გამოეთიშებიან საგამოცდო პროცესს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 24 მარტს გვექნება ონლაინ ღია კარის დღე ყველა აბიტურიენტისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით. საინფორმაციო შეხვედრის მთავარი თემა სწორედ 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია იქნება“, – აღნიშნა სოფიო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...