spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სააკაშვილის შეკავება და მისთვის ადგილის მიჩენა დანარჩენი ოპოზიციური...

“სააკაშვილის შეკავება და მისთვის ადგილის მიჩენა დანარჩენი ოპოზიციური სპექტრის მხრიდან, არის რეალისტური” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა/არყოფნის თაობაზე და მასთან მიმართებაში, კონკრეტულ პოზიცია-მოსაზრებებს აფიქსირებს:

ნებისმიერი საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა გაიწიოს არის წყლის ნაყვა, იმიტომ რომ სააკაშვილი არ გაიწევა, სანამ ამომრჩეველი ყავს.
ჯორჯ ვაშინგტონობა და ვაცლავ ჰაველობა რომ სდომებოდა, აქამდე დავინახავდით.
ახლა რომც მოუნდეს, ვეღარ იქნება და რას კარგავს?

მართალი გითხრათ, არც ლეგიტიმური მგონია ამის ჩიჩინი ადამიანისთვის, რომელმაც აშკარად საწინააღმდეგო გადაწყვიტა და სხვა არჩევანი აქვს გაკეთებული.
სააკაშვილი სად წავა და მოვა, ის, მისი პარტია და მისი ამომრჩეველი გაერკვევიან.

დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა თავის ამომრჩეველს უნდა მიხედონ და თავიანთი ამომრჩეველი დააზღვიონ, რომ მათთვის მიცემული ხმებით, სააკაშვილი პრემიერი ვერ გახდება და რომ მათთვის მიცემულ ხმებს, სააკაშვილის და ნებისმიერი სხვა, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი, ლიდერის გაწონასწორების და შეკავებისთვის გამოიყენებენ.

სააკაშვილის შეკავება და მისთვის ადგილის მიჩენა დანარჩენი ოპოზიციური სპექტრის მხრიდან, არის რეალისტური.
სააკაშვილის გაქრობა, სანამ მას ამომრჩევლი ყავს, არის არარეალისტური.
რეალისტური მიზნები ჯობია დაისახოთ,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

“ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ…!” – ნუნუკა თამაზაშვილი

"უფალმა არ გაგვწირა. ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...