შაბათი, აპრილი 27, 2024

კრწანისის ტყეპარკის მობინადრე ფრინველი ჩვეულებრივი კირკიტა – Falco tinnunculus

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს კრწანისის ტყეპარკის მობინადრე ფრინველზე – ჩვეულებრივი კირკიტა (Falco tinnunculus)

✅ ბუდეს იკეთებს კლდის / შენობის ნაპრალში ან ხვრელში.აპრილის პირველ ნახევარში დებს 3-7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 27-29 დღე გრძელდება.

✅ სხეულის სიგრძე: 31-37 სმ, ფრთების შლილი: 68-78სმ. დამახასიათებელია შავი ულვაში, ჟანგისფერი დაწინწკლული ზურგი და ფრთების მფარავები, შავი პირველადი მომქნევები, კუდის ბოლოს შავი არშია და მონაცრისფრო-მოყვითალო სხეულის ქვედა მხარე შავი წინწკლებით. მამალს თავი და კუდი მოცისფრო აქვს.

✅ მისი ჰაბიტატია ნახევარუდაბნოები, მინდვრები, მდელოები, სოფლები და ქალაქები.

✅ IUCN-ის სტატუსი:LC

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული