spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული, ყველა...

“არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული, ყველა საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ აუცილებლად იქნება შეთანხმებული ყველა საკითხი, მათ შორის, პოლიტპატიმრების საკითხიც და რიგგარეშე არჩევნების თემაც:

,,მთავარი რაზეც შევთანხმდით ეს არის პრინციპი. Nothing is a great, until everything is not a great. არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული.

ანუ ეს რას ნიშნავს, მანიპუაციები რომ იყო: ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება (მე-6 საკითხი არის პროცედურებთან დაკავშირებით) – ეს ერთი; მეორე – ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა გარკვეული ნაბიჯი გადავდგით. პროცესი არ მიდის მარტივად. ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკების პროცესს.

იმედი მაქვს, რომ ამ კვირაში ხუთივე საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდებით.

რატომ ვთქვი ეს ტერმინი ,,არაფერია შეთანხმებული სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული”? ამ საკითხების გარეშე შეთანხმება არ იქნება. მათ შორის პოლიტპატიმრების საკითხზე, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხთან, საარჩევნო/სასამართლო რეფორმაზე, ძალაუფლების განაწილებაზეც.

ყველა ამ საკითხზე შეთანხმების დოკუმენტში უნდა იყოს კონკრეტული ტექსტი.

აუცილებლად იქნება შეთანხმებული პოლიტპატიმრების საკითხიც და რიგგარეშე არჩევნების თემაც. არცერთი პუნქტი არ წაიშლება.

ეს არის მედიატორების დოკუმენტი. ეს არ არის არც ჩვენი, არც ,,ქართული ოცნების” დოკუმენტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“რუსთაველზე მდგომი ხალხი არიან თანამედროვეობის გმირები!” – მარიკა არევაძე

საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის”...

“რა საფრთხეებს შეიცავს მევახშესთან აღებული ვალი და რაშია გამოსავალი” – გიორგი კეპულაძე

"წინა კვირას ზუგდიდში კიდევ ერთი ოჯახი გამოასახლეს მევახშესთან აღებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...