spot_img
მთავარირეგიონის ამბებიმთიანაჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება იგეგმება

მთიანაჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება იგეგმება

მთიანაჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარება და პოპულარიზაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2021 წლის მთავარი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანაჭარის ტურისტულ მარშრუტებზე წელს, ახალი საპიკნიკე ზონებისა და ტურისტული თავშესაფრის მოწყობას გეგმავს. მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია და ზაფხულისთვის რეგიონს ახალი ტურისტული ადგილები შეემატება.

ზემოაჭარაში ევროპული დონის ველოინფრასტრუქტურისა და ხიხანზე ასასვლელი ბილიკის მოწყობა იმ მიმდინარე პროექტებს შორისაა, რომელზეც სააგენტო მუშაობას აქტიურად აგრძელებს. შედეგად, წელს ველომოყვარულებსა და პროფესიონალ ველომბრბოლელებს რეგიონში ახალი ველობილიკით სარგებლობისა და ულამაზეს ბუნებაში გასეირნების საშუალება მიეცემათ.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აჭარაში მთების, ტყეებისა და ტურისტულად საინტერესო სოფლების პოტენციალის კვლევასაც გეგმავს, რაც სამომავლოდ ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა. უკვე იდენტიფიცირებულ ახალ ტურისტულ მიმართულებებზე კი ბილიკების გაჭრა და ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება იგეგმება.

ცნობისთვის, გასულ წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტომ მთიანაჭარაში სამი ახალი ტურისტული ბილიკის მარკირება, საპიკნიკე ზონებისა და უჩხოს ხეობაში კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უზრუნველყო. გარდა ამისა, გასულ წელსვე სამთო ველობილიკის, ხიხანზე ასასვლელი ბილიკისა და ჩირუხის ხეობაში ახალი ტურისტული პროდუქტის საპროექტო სამუშაოები განახორციელა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...