კვირა, ივლისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიირაკლი ხმალაძე: ჩვენთვის მთავარია მივიღოთ არა სწრაფი, არამედ...

ირაკლი ხმალაძე: ჩვენთვის მთავარია მივიღოთ არა სწრაფი, არამედ სწორი გადაწყვეტილება

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ის განხილვის ეტაპზეა.

ვიცე-მერმა სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით არსებული გარემოებები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, თუმცა, პროექტირების ეტაპი პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, ჯერ არ დაწყებულა.

ირაკლი ხმალაძის თქმით, დედაქალაქის მერია პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას განხილვის შედეგად, ახლო მომავალში მიიღებს.

მიწისზედა მეტროს პროექტთან დაკავშირებით, ჯერ უარი არავის უთქვამს. აღნიშნული პროექტი შედგებოდა სამი ეტაპისგან. პირველი იყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ამ კვლევიდან გამომდინარე, რომელიც სამ ვარიანტზე მზადდებოდა, უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და შემდეგში, თუ რომელი ვერსია უნდა განეხორციელებინა საპროექტო კომპანიას. ამის შემდეგ, გადავიდოდით სამშენებლო ეტაპზე. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება წარმოდგენილია, ხოლო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, უნდა განხორციელდეს თუ არა ეს პროექტი, ჯერ მიღებული არ გვაქვს. პანდემიიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გართულებულია მდგომარეობა. ერთი მხრივ, სახსრების მობილიზებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო, მეორე – პანდემიამ სატრანსპორტო სისტემის ფუნქციონირებაზე დიდი გავლენა იქონია. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა. განხილვის დასრულებამდე კი რთულია იმის თქმა, რომელ ვერსიას გავყვებით და საერთოდ, უნდა განხორციელდეს თუ არა ეს პროექტი, რადგან საკმაოდ ძვირადღირებული ინფრასტრუქტურაა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერმა პროექტის ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 12 მილიონი ლარი არა კვლევის, არამედ პროექტირების მთლიანი ხარჯია.

12 მილიონი ლარი კვლევაში არ გადაგვიხდია. 12 მილიონი იყო პროექტირების ხარჯი, რომელზეც ჯერ არ გადავსულვართ. პროექტირებაზე გადავალთ მას შემდეგ, რაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგად დავადგენთ, რომ გვჭირდება პროექტი და შემდეგ, მშენებლობა. არავინ იძლევა იმის პირობას, რომ კვლევის საფუძველზე, უარყოფითი ან დადებითი გადაწყვეტილება მიიღება. ჩვენ სწორედ ამ კვლევის საფუძველზე განვიხილავთ და თუ ვიტყვით, რომ პროექტის განხორციელება გვინდა, მაშინ მოგვიწევს 12 მილიონი ლარის და შემდეგში უკვე რამდენიმე ასეული მილიონი ლარის გადახდა ინფრასტრუქტურის მოწყობაში. მთლიანად, პროექტის ღირებულებამ შეიძლება 300-400 მილიონი ლარი შეადგინოს, რადგან საუბარი იყო 150 მილიონ აშშ დოლარზე. 2020 პანდემიის წელი იყო და 2021 წელი ჯერ კიდევ პანდემიის წელია. განახევრებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, როდის მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის მთავარია მივიღოთ არა სწრაფი, არამედ სწორი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის ვიცე-მერი ზონალური პარკირების საფასურსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, პარკირების საფასურის ზრდა არ იგეგმება.

ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალის გაფართოება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით განცხადებები ხვალინდელი მთავრობის სხდომაზე გაკეთდება, სადაც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება ფასებს, დღეს ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გაზრდა გეგმაში არ გავქვს“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...