შაბათი, მაისი 10, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19საქართველომ თავისი მოქალაქეებისათვის დააწესა ხარისხის მაღალი თამასა -...

საქართველომ თავისი მოქალაქეებისათვის დააწესა ხარისხის მაღალი თამასა – დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე

მსოფლიოში დღეს რამდენიმე სახეობის ვაქცინა გამოიყენება და საქართველომ თავისი მოქალაქეებისათვის დააწესა ხარისხის მაღალი თამასა“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.

გუშინ საქართველოში დაიწყო პანდემიასთან ბრძოლის ახალი, პრინციპულად განსხვავებული ეტაპი – ვაქცინაცია კოვიდ ინფექციის წინააღმდეგ. თუ კი აქამდე პანდემიასთან ბრძოლისათვის არსებობდა მხოლოდ მობილობის შემცირების, დისტანცირების, ნიღაბის ხელების დამუშავების ინსტრუმენტები, ამას დაემატა უმძლავრესი ტექნოლოგია – ვაქცინაცია. ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კაცობრიობას არ შეუქმნია უფრო ეფექტური ტექნოლოგია ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში ვიდრე ეს არის ვაქცინაცია. მსოფლიოში დღეს რამდენიმე სახეობის ვაქცინა გამოიყენება და საქართველომ თავისი მოქალაქეებისათვის დააწესა ხარისხის მაღალი თამასა – ვაქცინა, რომელიც იქნება გამოყენებული საქართველოში, გარდა იმისა რომ თავის საკუთარ ქვეყანაში, მწარმოებელ ქვეყანაში უნდა იყოს აღიარებული, ასევე უნდა იყოს აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ოფიციალური აღიარება უნდა ჰქონდეს ხარისხსა და უსაფრთხოებას,“ – განცხადა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, პანდემიიდან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვაქცინაცია დღეს ალბათ ყველაზე უფრო სპეციფიური სფერო გახდა, ვინაიდან ერთი მხრივ, რთულად მოსაძებნია სხვა ისეთი ინდუსტრია რომელიც ასეთი დეტალური დაკვირვების და მონიტორინგის საგანია, შესწავლის საგანია და, მეორე მხრივ, ვაქცინაცია თავისი მნიშვნელობით, თავისი შემადგენელით გასცდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს და ძალიან დიდი პოლიტიკური შემადგენელი შეიძინა და ეს ფაქტორები აუცილებლად არის გასათვალისწინებელი.

დავით სერგეენკომ რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ვაქცინების სახეობაზე და განაცხადა:

მოგიწოდებთ, რომ ამ ინფორმაციაზე მოვუსმინოთ მხოლოდ პროფესიონალებს, დარგის პროფესიონალებს, არ არსებობს ისეთი ინდუსტრია დღეს, რომელიც ასეთი დეტალური კონტროლის ქვეშ არის, ისევე როგორც მისი ეფექტურობა, როგორც გვერდითი მოვლენები. ვაქცინები, რომელიც შემოსულია საქართველოში – ასტრა-ზენეკა, ბრიტანულ-შვედური წარმოებისაა და დღეს მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი აცრილი ადამიანიდან 11 მილიონი მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოშია აცრილი. მე იმედი მაქვს, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში, ჩვენ უფრო ფართო მასშტაბით მოვიცავთ ვაქცინაციას მთლიანად იმისათვის, რომ მოსახლეობაში შეიქმნას კოლექტიური იმუნიტეტი.

კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო მოწოდება, რომ ვაქცინაციაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება ინფექციური დაავადებების პრევენციისათვის კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ იქნება, გაზიარებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ამ დარგის სპეციალისტებისაგან, ექსპერტებისაგან და იდეალურ შემთხვევაში საერთოდ ელიმინირდეს ამ საკითხის პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ძალიან მაღალია. იმედს ვიტოვებ, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენ შევძლებთ, რომ ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ და შევძლებთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ ეფექტურად“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

“სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარებს, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს”...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

“🇬🇪🇺🇸 გიორგობის დღესასწაულისთვის ამერიკის კონგრესმა დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს კონგრესში "მეგობარი აქტის" მიღებას ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...