შაბათი, აპრილი 20, 2024

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა და პარტიის ახალი გადაწყვეტილებები

დღეს, 24 მარტს, სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართა პოლიტიკური ორგანიზაცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მე-8 ყრილობა. ყრილობას ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლები და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები.

ყრილობაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო პარტიის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი მდივნის არჩევა.

კენჭისყრები გაიმართა ელექტრონული სისტემით.

კენჭისყრის შედეგად ენმ-ის თავმჯდომარედ არჩეული იქნა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ხოლო პარტიის აღმასრულებელ მდივნად, პარლამენტარი კობა ნაყოფია.

ყრილობამ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩია ნიკა მელია. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პარტიის პოლიტიკურ საბჭოს დამატებოდა ახალი წევრები.

ყრილობაზე დამტკიცდა პოლიტსაბჭოში დამატებული ახალი წევრების სია და სარევიზიო კომისია, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული