პარასკევი, ივლისი 4, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიააუცილებელია კონსენსუსი, რათა არ დავაზარალოთ ჩვენი ქვეყანა, არ...

აუცილებელია კონსენსუსი, რათა არ დავაზარალოთ ჩვენი ქვეყანა, არ დავაზიანოთ ჩვენი უნიკალური, ულამაზესი ბუნება, საფრთხე არ შევუქმნათ ადგილობრივ მოსახლეობას – “სტრატეგია აღმაშენებელი”

“სტრატეგია აღმაშენებელი” ნამახვანჰესის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს, სოლიდარობას უცხადებს:

“სტრატეგია აღმაშენებელი” ვუერთდებით მოსახლეობის მოთხოვნას ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით.

გამოცხადდეს მორატორიუმი და დაიწყოს დიალოგი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. პროცესი წარიმართოს ღიად, გამჭვირვალედ, მოსახლეობის ჩართულობით და ჯანსაღი ფორმის კომუნიკაციით.

მოსახლეობამ მთელი ზამთარი რიონის პირას კარავში გაატარა იმის გამო, რომ ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაჩენილ შეკითხვებზე ზუსტი და კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო. აუცილებელია ამ საკითხზე საერთო კონსენსუსი, რათა კაბალური ხელშეკრულებით არ დავაზარალოთ ჩვენი ქვეყანა, არ დავაზიანოთ ჩვენი უნიკალური, ულამაზესი ბუნება, მეწყერსაშიშ რეგიონში კაშხლის მშენებლობით საფრთხე არ შევუქმნათ ადგილობრივ მოსახლეობას, დავიცვათ სეისმურად აქტიურ ზონაში კაშხლის მშენებლობის სტანდარტები, სწორი გათვლებით და ანალიზით, უსაფრთხო ახალი ტექნოლოგიებით და უსაფრთხოების ყველა ნორმების დაცვით.

რაც შეეხება ქსენოფობიურ განცხადებებს, ეს არის ხელისუფლების ცრუ ბრალდება და ამით სპეკულირება უნდა შეწყდეს (თუ ვინმემ რამე მსგავსი თქვა არ შეიძლება მთლიანად პროტესტის მონაწილეებზე გავრცელდეს და მოსახლეობას დაბრალდეს)“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...