ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

ანა კობახიძე: “ირაკლი კობახიძემ 2018 წლის არჩევნებს უწოდა ცუდი არჩევნები”

კონფერენციაზე “2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას მიღებული გამოცდილება”, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმიანება  პოლიტიკური ორგანიზაცია “ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, ანა კობახიძე და მიუთითებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ თავი აარიდა პრობლემურ საკითხებზე საუბარს:

“დღეს კონფერენციაზე, ირაკლი კობახიძემ 2018 წლის არჩევნებს უწოდა ცუდი არჩევნები და ამაში დაადანაშაულა არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ოპოზიციური პარტიები. რა თქმა უნდა არაფერი უთქვამს, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, იმ მახინჯ საარჩევნო კოდექსზე, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აყენებს იმ სუბიექტებს, რომლებიც თავად გააკრიტიკა და დაადანაშაულა.

დღეს კონფერენციაზე, ირაკლი კობახიძემ 2018 წლის არჩევნებს უწოდა ცუდი არჩევნები და ამაში დაადანაშაულა არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ოპოზიციური პარტიები. რა თქმა უნდა არაფერი უთქვამს, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, იმ მახინჯ საარჩევნო კოდექსზე, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აყენებს იმ სუბიექტებს, რომლებიც თავად გააკრიტიკა და დაადანაშაულა.

და ბოლოს, ცესკოს თავმჯდომარის სამომავლო გეგმებს და საკანონმდებლო წინადადებების ვრცელ ჩამონათვალს გავეცანით, სადაც რატომღაც ვერ მოხვდა საარჩევნო ადმინისტრაციაში ნეიტრალური წევრების არჩევის გამჭვირვალე და სამართლიანი მექანიზმები. 2020-ის არჩევნებისთვის კი, ალბათ, ისევ გაცვლიან მეუღლეებს გორისა და ქარელის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები ოლქის ნეიტრალური წევრის პოზიციებზე” – აღნიშნა ანა კობახიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული