პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ მოლაპარეკებასთან დაკავშირებით კონკრეტულ მოსაზრებებს აფიქსირებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია უნდა იყოს მეტად მოტივირებული და გამოძებნოს საერთო სფეროები და თემები იმისთვის, რომ მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიაროს:
,,მოლაპარაკებები იმის მოლაპარაკებებია, რომ სწორედ მოლაპარაკებების დროს უნდა გამოჩნდეს შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა უპირველესად გარდა იმისა, რომ ერთმანეთს/მედიატორს გააცნობენ საკუთარ ხედვას საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, გარდა ამისა უნდა შეეცადონ, რომ იპოვონ სფეროები და თემები, რომლებთან დაკავშირებითაც შეიძლება საერთო ხედვა ჰქონდეთ მხარეებს.
შესაბამისად, ალბათ, წინასწარ პროგნოზების გაკეთება მოლაპარაკებამდე რა იქნება შეთანხმების საგანი, რასაკვირველია, ძალზე ძნელია, შეიძლება არასასურველი თვითონ მოლაპარაკების მიზნებისთვის.
ოპოზიციას სჭირდება, რომ გაცილებით მეტად იყოს, ასე ვთქვათ, მოტივირებული და რეალურად გულწრფელად იყოს მოტივირებული და შედეგიანი აღმოჩნდეს მოპარაკებების ის ფაზა რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


