spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელიყოფილი მეუღლის მიმართ მუქარა და ძალადობა არასრულწლოვანი შვილის...

ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარა და ძალადობა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით

ოჯახური ძალადობის ფაქტები ისევ და ისევ აქტუალურია ქვეყანაში და დროდადრო საზოგადოებას უწევს ასეთი სამარცხვინო ფაქტების მოწმე გახდეს.

როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურა იუწყება თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული გამოძალვისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე თ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში  წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 დეკემბრიდან 2018 წლის 14 ივნისამდე, თ.ჯ. ყოფილი მეუღლის თ.ლ-ს მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის მაისში თ.ჯ-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით თ.ლ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სასამართლოში  წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა რომ, 2018 წლის პირველი ივნისიდან 14 ივნისამდე, თ.ჯ. ყოფილ მეუღლეს  3 000 ლარს სთხოვდა,  წინააღმდეგ შემთხვევაში კი თ.ლ.-ს, ასევე დაზარალებულის ძმის და მამის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ვინაიდან თ.ლ-ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა, მან 2018 წლის 14 ივნისს თ.ჯ-ს  მოთხოვნილი თანხის ნაწილი 500 ლარი გადასცა.

სამართალდამცველებმა თ.ჯ. 2018 წლის 14 ივნისს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) და 181-ე მუხლის პირველი  ნაწილით (გამოძალვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების  სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დააკავებული” – საქართველოს...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...