კვირა, ივლისი 13, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმარკ კლეიტონი: "პრემიერ-მინისტრს შევუქე ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგში ჩართვა...

მარკ კლეიტონი: “პრემიერ-მინისტრს შევუქე ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგში ჩართვა და გამოვთქვი იმედი, რომ ეს დიალოგი ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა.
დიპლომატმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა განიხილეს ორი ქვეყნის წარმატებული პარტნიორობის მნიშვნელობა სავაჭრო-ეკონომიკური და განათლების მიმართულებებით.

საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა ძალისხმევა მიმართონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის. ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა და პოზიტიურად შეაფასა პრემიერ-მინისტრის ჩართულობა დიალოგის პროცესში.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. დიპლომატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ვისაუბრეთ გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის სიღრმესა და სიძლიერეზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროიდან იცის ჩვენი ურთიერთობის სიძლიერე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, თუმცა დღევანდელი შეხვედრით მის ახალ ამპლუაში მოგვეცა საშუალება, გვესაუბრა ჩვენი ურთიერთობების სიღრმეზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, განათლება, ინგლისური ენის სწავლება და სხვ.

რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ამჟამინდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე და განვიხილეთ ყველა მხარის მზაობის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრს შევუქე ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგში ჩართვა და გამოვთქვი იმედი, რომ ეს დიალოგი ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს.

მოკლედ შევეხეთ ევროკავშირის მოდერატორის ჩამოსვლის საკითხს. მოუთმენლად ველით წინსვლის შემდგომ გაგრძელებას საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმირების სფეროში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოიძებნოს გადაწყვეტის გზები“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...