spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიმიმდინარე წლის ბოლომდე თბილისში მოძრავი ე.წ. ყველა ყვითელი...

მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისში მოძრავი ე.წ. ყველა ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება

მიმდინარე წლის ბოლომდე, თბილისში არსებული მიკროავტობუსების პარკი სრულად განახლდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, დედაქალაქში მხოლოდ 1 000 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს, დანარჩენ მარშრუტებს კი 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება.

„თბილისის მიკროავტობუსთან“ მოლაპარაკებები თითქმის დასრულდა. კომპანია კაპიტალის მოზიდვას უზრუნველყოფს და პირველ რიგში, ჩვენ მიერ ნაყიდ 300 ერთეულ მიკროავტობუსს გამოისყიდის. ასევე, დამატებით, 400 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდის. ეს ყველაფერი წლის ბოლომდე დასრულდება. უახლოებს დღეებში თბილისის მერია გამოაცხადებს ბაზრის კვლევას და დაიწყებს სატენდერო პროცედურას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, დედაქალაქში ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროცესიც მიმდინარეობს.

სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ყველაზე მთავარი არსებული პარკის განახლება და ძველი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებაა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ავტობუსები შესყიდულია და მის მოწოდებას ველოდებით. დამატებით, გვინდა შემოვიყვანოთ, დაახლოებით, 180 ერთეული 8-მეტრიანი და 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...