spot_img
მთავარიCOVID 19ვაქცინაციამდე პირბადე არის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება, ამიტომ...

ვაქცინაციამდე პირბადე არის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება, ამიტომ თხოვნით მივმართავ ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს, ატაროს პირბადე – არჩილ თალაკვაძე

ვაქცინაციამდე, პირბადე არის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება, ამიტომ, თხოვნით მივმართავ ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს, ატაროს პირბადე. ყველამ მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის სამსახურები გვაწვდიან“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანას ვაქცინაზე დროული წვდომა ჰქონდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება პირბადის ტარებისა და ჯანდაცვის სამსახურების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ჯანდაცვის სამინისტროსგან ჩვენ მივიღეთ ვაქცინაციის შესახებ განახლებული ინფორმაცია და ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს ამ მომენტისთვის, რომ საქართველომ დროულად მიიღოს წვდომა ვაქცინაზე, ვინაიდან, ეს, თავის მხრივ, არის დაკავშირებული სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პროცესების გახსნასთან და ეკონომიკის აღდგენასთან. მივმართავ ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ პირბადის გამოყენებას და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელსაც ჯანდაცვის სამსახურები გვაწვდიან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოლოს ხშირად ვფიქრობ სად გადის ზღვარი სიყვარულსა და ფანატიზმს შორის და მხოლოდ განათლებაზე” –...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, სერბეთის პატრიარქის შესახებ საუბრობს, დაუკონკრეტებელი მინიშნებებით: "სერბეთის...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...