spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე ჯერ ტელეფონით დამემუქრნენ, მერე დამადგნენ და ბოლოს...

“მე ჯერ ტელეფონით დამემუქრნენ, მერე დამადგნენ და ბოლოს იმით დამთავრდა რომ სტატუსის წაშლა მთხოვეს” – სანდრო სულაქველიძე

ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი” გასულ სიუჟეტს, სადაც ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერების გასაჯაროვება ხდება, სოციალურ ქსელში საკუთარი ისტორიით ეხმიანება მუსიკოსი სანდრო სულაქველიძე. მისი თქმით, 2013 წელს, ბერასთვის არასასიამოვნო სტატუსის დაწერის გამო დაემუქრნენ და საჯაროდ ბოდიში მოხდას მოითხოვდნენ:

ბერას და ღარიბას ჩანაწერების ვისაც არ გჯერათ მინდა გითხრათ, რომ გინებისთვის კი არა, ჯიდიესის ერთ-ერთ გადაცემაზე მისთვის არასასურველი სტატუსის დაწერისთვის დამაყენა 2013-ში რეპერი ჯერონიმო და 4 მენტი საბლატაოდ :))

ეტყობა ვინმე ანზორი უეჭველი უნდა იყოს სადამსჯელო ოპერაციაში ჩართული :))

მე ჯერ ტელეფონით დამემუქრნენ, მერე დამადგნენ და ბოლოს იმით დამთავრდა რომ სტატუსის წაშლა მთხოვეს 🙂 ეტყობა მანდაც რამე არ მოეწონა, ისე რო არ გამოვიდა როგორც უნდოდათ და მეორე დღეს კიდე დაარეკინა ვიღაცას, შენ ბოდიში არ უნდა მოგეხადა საჯაროდო? მე კი არ მომიხდია ბოდიში და არც “მიკაჩავება” გამოუვიდათ, მაგრამ ეგ ჯერ კიდე კოჰაბიტაციის 2013-ში იყო 🙂 მას მერე გაიზარდა პატარა ბერა “ჯოფრიც” და ახლა უკვე ანზორ “კლიგანი”-ს მეშვეობით დასდევს მისთვის არასასურველი სტატუსების დამწერებს.

გუშინ რაც მოვისმინე, ამ ავადმყოფი ბავშვის დაგეშილი ტიპების მხრიდან მოქმედებების ზუსტად იგივე სქემა იყო რითაც მაშინ ჩემთან ეცადნენ რაღაცის მიღწევას, ამიტომ ვისაც არ გჯერათ ან არ გინდათ დაიჯეროთ მინდა იმედები გაგიცრუოთ, რაც მოისმინეთ ეგ სავარაუდოდ სრული სურათიც არაა იმის თუ რაებსაც ავალებს და როგორ ბოლომდეც მიყვება ხოლმე აღსრულებას“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სანდრო სულაქველიძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთადერთი ჯანსაღი რეაქცია პარლამენტში გამართულ ანგარიშსწორებაზე არის ზიზღი კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც ეს გააკეთა”...

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას მძიმე შეფასებებით ეხმაურება განათლების ყოფილი...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“თურმე, ქოლ-ცენტრების საქმეს იმიტომ ვიძიებდი, რომ კონკურენტების ჩაძირვა და “კადრების გადმობირება” მინდოდა, ეს იგივეა...

პროკურატურის ბრალდებებს კონკრეტული პარალელებით და მინიშნებებით პასუხობს "ქრონიკა +"-ის...

ია ანთაძე: “ვერ გატეხთ ელენეს და ვერც მოკლავთ!”

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი ია ანთაძე ემოციურ შეფასებებს აკეთებს...