პარასკევი, მარტი 14, 2025
15.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"ფაიზერით" ვაქცინაციის პროცესი მარტის ბოლომდე დაიწყება - თამარ...

“ფაიზერით” ვაქცინაციის პროცესი მარტის ბოლომდე დაიწყება – თამარ გაბუნია

ყველა ფორმალობა ამ ეტაპზე დასრულებულია – ვაქცინების მოწოდება 22 მარტის კვირაში მოხდება,“ – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს, „COVAX პალტფორმისა“ და „ფაიზერის“ სათაო ოფისის წარმომადგენლებს შორის ონლაინ ფორმატში შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა შეხვედრაზე ის დამატებითი პირობები დააზუსტეს, რაც „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის ქართულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს. შეთანხმდნენ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის ეტაპებზე. ვაქცინაციის პროცესი მარტის ბოლომდე დაიწყება.

შეხვედრაზე „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის დამატებითი პირობები დავაზუსტეთ. დეტალურად გავიარეთ ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანის ყველა ეტაპი, მათ შორის, ცივი ჯაჭვის მოთხოვნები, იმ ცენტრების შესახებ ინფორმაცია, სადაც აეროპორტიდან ვაქცინების გადატანა მოხდება და ასევე სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ვაქცინაციის პროცესი უშუალოდ განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ მარეგულირებლის მიერ კლინიკები უკვე დიდი ხანია შერჩეულია და ეს ინფორმაცია „ფაიზერის“ სათაო ოფისში საბოლოო დასტურისთვის უკვე გაგზავნილია.

„ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი მარტის ბოლომდე დაიწყება,“ – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, „იუნისეფმა“ უკვე მიიღო დასტური „ასტრაზენეკასგან“ ვაქცინის პირველი დოზების მოწოდების საკითხზე:

„იუნისეფმა“ მიიღო „ასტრაზენეკასგან“ დასტური და იმ 129 600 დოზიდან, რომელიც მაისის ბოლომდე უნდა მიგვეღო, პირველი ნაწილი მარტის ბოლომდე ჩამოვა. მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მივა „იუნისეფთან“ და შემდეგ გამოიგზავნება საქართველოში,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 140 ქვეყნიდან იმ 18 ქვეყანას შორისაა, რომელიც გამონაკლისის სახით, დაჩქარებული წესით ვაქცინას „ფაიზერისგან“ წლის პირველ კვარტალში მიიღებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ყურადღებით დავაკვირდებით ქოცპროპაგანდას, დავინახავთ მათ მთავარ გზავნილს – ღირსებით პუტინისკენ!” – პაატა მანჯგალაძე: 

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“2012 წლის შემდეგ უარი ვთქვით ვიტრინის ფუნქციაზე და ამის გამო ვისჯებით დასავლეთისგან” – ზაალ...

საქართველოსა და უკრაინაში წინა და მოქმედი ხელისუფლებების შეფასებას "ვიტრინის...

“ოცნებაში” გალაღებულ ნაცებს ბრძოლა აქვთ გაჩაღებული ვინ უფრო მაგრად ებრძოდა ნაცებს🤣🤣🤣 – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, ე.წ. "პორტირებულების" კულუარულ დაპირისპირებებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

“დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე!” –...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...