პარასკევი, მაისი 9, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაპროტესტო მოძრაობამალხაზ მაჩალიკაშვილი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი შეხვდა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა მსჯელობა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

სტუდენტებთან შეხვედრისას მალზახ მაჩალიკაშვილმა გაიხსენა ის ტრაგიკული ღამე, როცა მისი შვილი, თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა.

ყველამ უნდა იცოდეს და ყველას უნდა ესმოდეს, რაც ჩვენთან ხეობაში მოხდა, ეს იყო სასტიკი დანაშაული. რომელიც საქართველოს საზოგადოებამ შეაფასა საუკუნის დანაშაულად. ის, რაც ჩვენთან მოხდა იყო არა სპეცოპერაცია, არამედ თავდასხმა. მოხდა ჩვენი ოჯახის მძევლად აყვანა, მოხდა მკვლელობა, რა დროსაც ტელეფონი შეეშალათ ხელყუმბარაში და სანამ ხელყუმბარა არ მოიტანეს სახლში და არ ჩაუდეს, მანამდე თემირლანი აცურავეს საკუთარ სისხლში. ამ დროის განმავლობაში, 3 საათის განმავლობაში თემირლანი იყო სუს-ის კონტროლის ქვეშ” – იხსენებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

შვილმოკლული მამა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ხელყუმბარაზე, რომელიც მისი მტკიცებით ჩაუდეს თემურლანს და შემდეგ ყველანაირად შეეცადნენ, რომ ხელყუმბარაზე სასიკვდილოდ დაჭრილის დნმ-ის კვალი დაფიქსირებულიყო, თუმცა ექსპერტიზის მონაცემებით ამავე ხელყუმბარაზე თემირლანის თითების ანაღბეჭდები არ აღინიშნება. დღეის მდგომარეობით კი აღნიშნული ნივთმტკიცება უკვე განადგურებულია.

მალხაზ მაჩალიკაშვილს მიაჩნია, რომ პანკისში სპეცოპერაცია დაიგეგმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის გადასაფარად, რადგანაც იქ გაჩენილ კითხვებზე პასუხები იყო გასაცემი და ამის გამო ისევ პანკისის ხეობა გამოიყენეს.

6 თვეზე მეტია გასული, რაც პარლამენტის წინ უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ შვილმოკლული მამები და როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი იხსენებს, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ მოსულან მხარდაჭერისა და თანადგომის გამოსახატად.

მთელი ზამთარი გავატარე ქუჩაში, დღესაც ქუჩაში ვარ და ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებიდან, “ქართული ოცნების” გუნდიდან კაციშვილი არ შემომხმიანებია” – აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მალხაზ მახალიკაშვილი, სტუდენტებთან საუბრისას, ყურადღებას ამახვილებს პარლამენტის წინაშე დასმულ საკითხზე – დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. როგორც მაჩალიკაშვილი განმარტავს, საგამოძიებო კომისიის მეშვეობით შესაძლოა სამართლე ვერ იპოვოს და სასურველი შედეგი არ დადგეს, მაგრამ საგამოძიებო კომისიის შექმნით ჩნდება საშუალება, რომ მთელმა ქვეყანამ გაიგოს, თუ რასთან გვაქვს საქმე.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე კიევიდან დაბრუნებისთანავე,...

“ყოველდღეც რომ დაგვჭირდეს უნდა ვიდგეთ ქუჩაში, ყირაზეც დავდგეთ, შეუძლებელი შევძლოთ და საკუთარ თავებს ვაჯობოთ,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...