შაბათი, ივლისი 5, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩილ თალაკვაძე: რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს პირობას ვასრულებთ და...

არჩილ თალაკვაძე: რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს პირობას ვასრულებთ და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტი ინიცირდება

საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი არის ეუთოს რეკომენდაციების მიხედვით შემუშავებული, სადაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები არის გათვალისწინებული – რეფორმებთან დაკავშირებით, ჩვენს პირობას ვასრულებთ და ეს პაკეტი ინიცირდება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას სამუშაო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპონენტებს განხილვებში მონაწილეობის მიღება სურთ, პროცესი, სამი განხილვის ფარგლებში, ამისათვის ღია იქნება:

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში სწორედ მმართველმა გუნდმა უზრუნველყო ისეთი ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება, როგორიცაა საარჩევნო სისტემის ცვლილება, პარტიების დაფინანსების ახალი წესი, გენდერული კვოტები და სხვა. ეს ყველა წინა ადმინისტრაციის და წინა ხელისუფლების დროს იყო გაცხადებული და არასოდეს გაკეთებულა – ოპოზიციის ყველა თაობის სურვილის მიუხედავად ასეთი რეფორმები არასოდეს გაკეთებულა” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ სიახლეებზეც ისაუბრა, რომელსაც ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს და ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, მუშაობაში ოპოზიციის მონაწილეობა ფუნდამენტური პირობაა დეესკალაციისა და პროცესების ნორმალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში გადასვლისთვის.

გუშინ საინტერესო დისკუსია გაიმართა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით, სადაც ჩვენმა პარტნიორებმა პირდაპირ თქვეს და მათ შორის, ქართველმა მონაწილეებმაც ოპოზიციიდან, რომ ბოიკოტი ეს იყო შეცდომა. ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით, რომ დემოკრატია მოითხოვს მონაწილეობას და მონაწილეობაზე უარის თქმა არის დემოკრატიული პროცესის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

აქვე მინდა, გამოვეხმაურო რამდენიმე ზედაპირულ კომენტარს, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებისგან მოვისმინე – თითქოს პარლამენტში ოპოზიციის ჩართვა და საპარლამენტო სივრცეში პოლიტიკის დაბრუნება აღარ არის საჭირო და მნიშვნელოვანი. მინდა, პირდაპირ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას – რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგში ამავე ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან მინიმუმ ორი მოითხოვს მათ ჩართვას და მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში. სხვანაირად, უბრალოდ, შეუძლებელია იმ პირობების განხორციელება, თუ ამ პირობებზე შეთანხმება შედგება დიალოგის პროცესში.

საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის სრულფასოვანი მონაწილეობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა, რომ მოხდეს დეესკალაცია და პროცესები გადავიდეს ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...