ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას მოლაპარაკებისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანაში...

“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას მოლაპარაკებისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანაში განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი” – პაატა მანჯგალაძე

პოლიტიკური პლატფორმა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურ მდივანს, პაატა მანჯგალაძეს მნიშვნელოვნად მიაჩნია დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროებით გადადება, რომ ხელისუფლებამ იგი არ გამოიყენოს მოლაპარაკებაზე უარის თქმის ან ჩაშლისთვის:

,,იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ დამატებითი საფუძველი, დამატებითი მიზეზი, უარი თქვას მოლაპარაკებაზე ანდა ჩაშალოს, ოპოზიციამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და დაგეგმილი არაძალადობრივი აქციები გადავდეთ დროებით, ვიდრე არ დასრულდება მოლაპარაკების ვადა, რომელიც იყო განსაზღვრული 16 მარტამდე.

საერთო ფორმატში აქციები იქნება ნებაყოფლობით პატიების მხრიდან.
ვიცით, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას” აქვს სპეციფიკური ვითარება, პარტიის თავმჯომარე დაჭერილია და შეუძლიათ ჩაატარონ აქციები, იმ პირობით, რომ ადმინისტრაციულ შენობასთან და პოლიციასთან არ ჰქონდეთ შეხება. ეს არის მთავარი იდეა, რომ ხელისუფლებამ და პოლიციამ არ მოახდინოს აქციის მონაწილეების დარბევა.

ხვალინდელი მანქანების აქცია, რა თქმა უნდა, იქნება. ამის შემდეგ დაგეგმილი აქციები რაც იყო, მათ შორის დიდი აქცია, 13-ის აქცია, გადაიდო. 13 მარტის აქცია სავარაუდოდ გადაიდო 20 რიცხვისთვის. ველოდებით მოლაპარაკებების შედეგებს. აქცია კი იქნება ზემშვიდობიანი, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ დამატებითი პროვოცირების საშუალება.

ჩვენ ვამბობდით და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას მოლაპარაკებისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანაში განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი.

რაც შეეხება სამართლებრივ საფუძვლებს, ხელისუფლება საუბრობდა, რომ თუ ჩვენ ვიპოვიდით 1%-იან გადახრას საგამოძიებო კომისიაში, ეს გახდებოდა ვადამდელი არჩევნების საფუძველი. ეს ტკიცებულებები გაყალბებასთან დაკავშირებით ატვირთულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდზე, რადგან 3800 უბნიდან პროპორციულ ნაწილში დისბალანსი არ ჯდება დაახლოებით 1000 ოქმში. რაც არის 25%, არა თუ 1%. ამიტომ დღესვე შეგვიძლია, ვისაუბროთ ვადამდელ არჩევნებზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიუღებელია ზიზღის კამპანია, სიყვარულს ერთმანეთისადმი არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია” – კახა კალაძე

"განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ",...

“არ არსებობს, რომ მე პოლიტიკას შევეხო” – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი კომენტარს აკეთებს პოლიტიკასთან...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...