spot_img
მთავარიეს საინტერესოაიუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

2021 წლის 2 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებულ მოსამართლის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე: ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია -1 საშტატო ერთეული; სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – 1 საშტატო ერთეული; სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია- 1 საშტატო ერთეული.

მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს.
2. მოქმედ მოსამართლეებს.
3. ყოფილ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებულნი იყვნენ მოსამართლის თანამდებობაზე კონკურსის წესით და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ყოფილი მოსამართლეები, რომელთა უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 10 წელი.
მოსამართლედ არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, ასევე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღარ არსებობს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც პირი განთავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის საშუალებით. კერძოდ, მთავარი გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებული ბანერის „ელექტრონული რეგისტრაციის“ მეშვეობით. წინა კონკურსებზე დარეგისტრირებულმა მომხმარებლებმა უნდა ისარგებლონ უკვე არსებული ელექტრონული ფოსტის და პაროლის საშუალებით.

რეგისტრაციის შემდგომ „ვაკანსიებში“ განთავსებულია ინფორმაცია, რომელზეც მიბმულია განაცხადის შეტანა.

პირი უფლებამოსილია კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადება შეიტანოს მისთვის სასურველ მოსამართლის ერთ ან რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე და თითოეულ ვაკანტურ თანამდებობას შესაბამისი პრიორიტეტი მიანიჭოს.

განაცხადი შედგება 7 სექციისაგან, რომელშიც უნდა შეივსოს მოთხოვნილი ინფორმაცია (რედაქტირებაზე ან ზოგიერთ შემთხვევაში დამატებაზე დაჭერის გზით).

გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ განაცხადი და მხოლოდ ამის შემდეგ დააჭიროთ „განაცხადის შეტანას“. განაცხადის შეტანის უფლების ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში (თუნდაც განაცხადი არ იყოს სრულყოფილად შევსებული), პროგრამა არ იძლევა საშუალებას ხელმეორედ გაკეთდეს განაცხადი. განაცხადში სავალდებულოა ფოტოს ატვირთვა.

კანდიდატს შეუძლია შევიდეს განაცხადში და გაეცნოს წარმოსადგენ ინფორმაციას ან ნაწილობრივ შეავსოს, შემდეგ კვლავ დაუბრუნდეს და დაასრულოს შევსება. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ პირმა არ უნდა გამოიყენოს „განაცხადის შეტანის“ ღილაკი და ისე გამოვიდეს განაცხადიდან.

განაცხადის შევსების ბოლო ეტაპზე „განაცხადის შეტანა“-ზე დაჭერით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება, მის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35(2) მუხლით დადგენილი წესით გადამოწმება/მოძიებას. ამასთან, განაცხადის შევსების შემდეგ კანდიდატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა გამოაგზავნოს აღნიშნული თანხმობის ნოტარიულად დამოწმებული 4 ეგზემპლარი, განაცხადის შეტანიდან 5 დღის ვადაში. (იხ. თანხმობის ფორმა)

განაცხადის ელექტრონულად შევსებისას გირჩევთ ისარგებლოთ Internet Explorer-ის ან Google Chrome-ის ბრაუზერით.

რეგისტრაცია შესაძლებელია 2021 წლის 3 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით.

განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში კანდიდატმა უნდა შეავსოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის საშუალებით.
კონკურსის ეტაპებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას კანდიდატები მიიღებენ ელექტრონული ფორმით.

პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: (32) 227 31 00 (+) 128, 111 (შიდა) ან (32) 227 31 09

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

🐦კავკასიური ყარანა (Phylloscopus) – ჩვენი მაღალმთიანეთის ერთ-ერთ ყველაზე მცირე ზომის ბინადარია

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. ამჯერად გაიცანით...

21 ივლისს თბილისის დროით 20:40-ზე საქართველოში 3.3(Ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...