spot_img
მთავარიCOVID 19"ერთობლივად შევეცადოთ, რომ რაც გაფუჭდა აქამდე, როგორმე მალე...

“ერთობლივად შევეცადოთ, რომ რაც გაფუჭდა აქამდე, როგორმე მალე გამოვასწოროთ და ქვეყანაში ვაქცინის საჭირო დოზები შემოვიდეს” – სერგო ჩიხლაძე

პოლიტიკური პლატფორმა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროცესის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა ყველამ ერთობლივი ძალისხმევით გადაინაწილოს პასუხიმგებლობა, ვინაიდან მხოლოდ ხელისუფლება ვერ არ ართმევს თავს აღნიშნულ პრობლემას:

,,მთავრობამ განიცადა სრული კრახი ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, გამოიჩინა სრული უპასუხისმგებლობა, არაკომპეტენტურობა, რასაც ჩვენ რამდენიმე კვირაა ვადასტურებდით.

დღეს კიდევ ერთხელ, Covax პლატფორმამ დაადასტურა მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს უნიათობა, სამწუხაროდ. ამის ფონზე, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვდივართ ინიციატივით და მოწოდებით ხელისუფლებისადმი, რომ უახლოეს დღეებშივე დაინიშნოს გაფართოებული შეხვედრა, მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, საკოორდინაციო საბჭოს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების, დამოუკიდებელი ექსპერტების, კერძო სექტორის მონაწილეობით, რომ ერთობლივად დავგეგმოთ და განვახორციელოთ ყველა ის ნაბიჯი, რაც უკავშირდება ვაქცინაციას, როგორც ვაქცინაციის შემოტანას, ისევე აქ ადგილობრივად ვაქცინააციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის მენეჯმენტის აწყობას.

ეს უნდა გახდეს ნომერ პირველი პრიორიტეტი ყველასთვის. ყველას ჩართულობა არის აუცილებელი. და იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება არ გამოიჩენს უპასუხისგმებლობას, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგება ამ საკითხს და თავის ჩვეულ რიტმში, არ გახდის ამ საკითხს კიდევ ერთხელ პოლიტიკური დაპირისპირების და პარტიების კუთვნილების საკითხს. ამაზე მაღლა გავიტანოთ ეს საკითხი.

ყველა ერთად ჩავერთოთ, ყველამ ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შევიტანოთ წვლილი, გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები და მოვალეობები. ერთობლივად შევეცადოთ, რომ რაც გაფუჭდა აქამდე, როგორმე მალე გამოვასწოროთ და ქვეყანაში შემოვიდეს ვაქცინის საჭირო დოზები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გახსნას პროცესი, ეს არ არის მათი ექსკლუზივი, მით უმეტეს რომ ვერ ასრულებენ მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს,” – სერგო ჩიხლაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა” – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...