spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თანხმობას რომელსაც "ქართული ოცნების" გამო ქვეყნის შიგნით ვერ...

“თანხმობას რომელსაც “ქართული ოცნების” გამო ქვეყნის შიგნით ვერ მივაღწიეთ, ჩვენ ევროპელ კოლეგებთან ერთად მივაღწევთ” – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართვა ევროკავშირისთვის უმაღლეს დონეზე აწევს პოლიტიკური კრიზისის საკითხს. ოპოზიციონერმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ თანხმობა, რომელიც ,,ქართული ოცნების” გამო ქვეყნის შიგნით ვერ მოხერხდა, ევროპელ კოლეგებთან ერთად მოხერხდება:

,,მე პირდაპირ გეტყვით, რომ უფრო ნაკლებს ველოდი ამ შეხვედრისგან, ვიდრე ვნახე.

დავინახე, რომ პირადად ბატონი შარლ მიშელი აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში, თუ მზაობა იქნება ზოგადად ჩვენი მხრიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს ის პოლიტიკური კრიზისის საკითხი, რაც საქართველოში არის.

მეორე ძალიან სერიოზული განაცხადია ფასილიტაციდან გადასვლა მედიაციისკენ. ეს არის ორი განსხვავებული რამ. ანუ ნიშნავს, რომ მათ შორის შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე იმისთვის, რომ მის ასოცირებულ წევრ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს.

მესამე: მე დავინახე, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დაიხუროს და ეს არის განცდა ევროკავშირის მხრიდან. არ არის ნორმალური გარემო, როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში. დიდი მადლობა მათ ამ პოზიციისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ აქ სერიოზული წინსვლა გვექნება.

მეოთხე: მე ორი დღის წინ ვთქვი, რამდენიმე კვირის მანძილზე ველოდები, რომ შეთანხმება იქნება. მე კვლავ, ამ შეხვედრის შემდეგ, უფრო მეტად ვიტყვი, რომ ასეთი შეთანხმება იქნება მარტის თვის ბოლომდე. რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ, იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენ ვმსჯელობთ იქნება პატიმრების საკითხი, არჩევნების საკითხი, ყველა საკითხი. ამ თემებთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება უნდა შედგეს.

მათი მხრიდან იყო პოზიცია, ორივე მხარისადმი, ჩვენ მხარესთან იყო თხოვნა, რომ, რა თქმა უნდა უნდა, ვიყოთ კომპრომისულები, რაზეც ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ.

მე გეტყვით, მაგალითად, რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ეს, ჩემი აზრით, ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიაციას გაცხადებული აქვს. აქედან გამომდინარე შევხედოთ რა გზით წავა მოლაპარაკების პროცესი.

ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული შეხვედრა იყო, ძალიან სერიოზული საკითხები წამოიჭრა.

მე იმედი მაქვს, რომ იმ თანხმობას რომელსაც, სამწუხაროდ, ,,ქართული ოცნების” გამო ქვეყნის შიგნით ვერ მივაღწიეთ, ჩვენ ევროპელ კოლეგებთან ერთად მივაღწევთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ბოლოს ხშირად ვფიქრობ სად გადის ზღვარი სიყვარულსა და ფანატიზმს შორის და მხოლოდ განათლებაზე” –...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, სერბეთის პატრიარქის შესახებ საუბრობს, დაუკონკრეტებელი მინიშნებებით: "სერბეთის...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...