ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებასაქართველოს პირველი არხი მაუწყებლის ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და უსამართლო...

საქართველოს პირველი არხი მაუწყებლის ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და უსამართლო ბრალდების გამო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება სოციალურ ქსელში, შემდეგ კი მედიით (ტელეკომპანია „მთავარი არხი“) გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მაუწყებლის მიერ დადგენილი სოციალური ქსელის გამოყენების წესები მიზნად ისახავს თანამშრომლებისთვის ცენზურის დაწესებას.

საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების წესები 2018 წელს მიღებული დოკუმენტია და საჯაროდ არის განთავსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე.

სოციალური ქსელით სარგებლობის წესები მიღებული აქვთ ევროპის მაუწყებელთა კავშირის უმრავლეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, მათ შორის „ბიბისის“, ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს, შვედეთის საზოგადოებრივ რადიოს და ა.შ. სოციალური ქსელების გამოყენების წესები მიღებული პრაქტიკაა და ეფუძნება სტანდარტულ რეგულაციებს, წარმოადგენს აუცილებელ სახელმძღვანელო დოკუმენტს თანამშრომლებისთვის და შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.

აღნიშნული ფაქტი გამოყენებულ იქნა ორგანიზაციის წინააღმდეგ აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული იერიშისთვის და ორგანიზაციის იმიჯის შესალახად, რის გამოც ჩვენი ჟურნალისტები გახდნენ შეურაცხყოფისა და უსამართლო ბრალდების ობიექტი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, თვალი ადევნონ მიმდინარე პროცესებს და არ დაუშვან სხვადასხვა პოლიტიზებული ჯგუფების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებრივი მედიის იდეისა და ევროპული მოდელის ღირებულებების ეჭვქვეშ დაყენება, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების დამოუკიდებლობა განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტების მიმართ არც ერთი უსაფუძვლო ბრალდება არ დარჩება საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან რეაგირების გარეშე. ორგანიზაცია დაიცავს თითოეულ თანამშრომელს, არ დაუშვებს, ისინი გახდნენ გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი მხარეების თავდასხმის ობიექტი იმის გამო, რომ არ ემსახურებიან არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამთავრობო დაწესებულებების ერთ სივრცით არეალში მოწყობა, არის უგუნურობა. თუნდაც სამხედრო თავდაცვის სტრატეგიის კონტექსტში” –...

მმართველი პარტიის გადაწვეტილებას, ყველა სამთავრობო დაწესებულებების არსენალის მთაზე გადატანასთან...

“ჩვენ ჩვენი ჰუმანიზმის პერსპექტივით ვაფასებთ ამ ხალხს და ვერ ვიჯერებთ, რომ ასე ვძულვართ…” –...

ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე ემოციური შეფასებებით ეხმაურება ერთ-ერთი...

“ივანიშვილმა, პრაქტიკულად, უარი თქვა საქართველოს სუვერენიტეტის ფსოუს საბაჟოზე განხორციელებაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ფსოუზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სულ უფრო მეტად ვრწმუნდები რომ ივანიშვილი, როგორც პროექტი, რუსეთმა ჩამოწერა” – ლელა ჯეჯელავა

"დიდი შანსია "არა არაბობის "უკან "დიდი რუსობის "პროექტი იდგეს. მოძრაობებს,...

“ივანიშვილი სამუდამო პატიმრობას ვერ აცდება” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო...

“ჯერ არნახულში მიიყვანა კობახიძის სიგიჟემ ივანიშვილი არც მეტი, არც ნაკლები, ჰააგამდე” – ნიკა გვარამია

ბიბისის სკანდალურ რეპორტაჟს და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, პოლიტიკურ-სამართლებრივი...

“რუსეთს მაინც ვერ ვავნებთ და მილიონ ქართველს რომ გამოგვიყრიან უკან, მერე რას ვშვებით?” –...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“იანვრიდან ელექტროენერგიის ფასი გაიზრდება… ქოცებმა იქნებ სამადლობელი აქცია გუმართოთ ბ–ნ ბიძინას” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, ტარიფებთან დაკავშირებით სემეკის...