შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"მაბედნიერებს ჩემს მოსწავლეებთან ურთიერთობა, ის ფაქტი, რომ მათ...

“მაბედნიერებს ჩემს მოსწავლეებთან ურთიერთობა, ის ფაქტი, რომ მათ განვითარებაში ჩემი წვლილი შემაქვს” – ეკა ღვინიაშვილი

განათლების სამინისტრო ახალგაზრდა მასწავლებლის წარმატებებისა და მისი საოცარი აქტივობების შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

პანდემიის პირობებში, როდესაც სკოლებში სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით მიმდინარეობდა, ეკა ღვინიაშვილმა სოციალურ ქსელში შექმნა გვერდი: „სპეციალური მასწავლებლის ბლოგი“, სადაც მოსწავლეებისთვის მომზადებულ დავალებებს საჯაროდ აქვეყნებდა და შემუშავებულ მასალას კოლეგებსაც უზიარებდა. ამასთან, ის საკუთარ ბლოგზე სისტემატურად აზიარებდა როგორც სასარგებლო და საინტერესო საგანმანათლებლო სიახლეს.

როგორც თავად ამბობს, მასწავლებლობა მისთვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და აღნიშნული პროფესია, მოსწავლეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვასაც გულისხმობს.

ეკა ღვინიაშვილი ქალაქ თბილისის 82-ე საჯარო სკოლაში უკვე რამდენიმე წელია ასწავლის. მას შემდეგ, რაც განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა და მათი სახელფასო პოლიტიკა, იგი უფროსი სპეციალური მასწავლებელი გახდა და 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს იღებს,” – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გამო9ქვეყნებულ ინფორმაციაში.

სკოლაში კი არ ვასწავლი მხოლოდ, არამედ თავადაც ვსწავლობ, როგორც ჩემი კოლეგებისგან, ასევე მოსწავლეებისგან. მაბედნიერებს ჩემს მოსწავლეებთან ურთიერთობა, ის ფაქტი, რომ მათ განვითარებაში ჩემი წვლილი შემაქვს,“ – აღნიშნავს ეკა ღვინიაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...