spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ისევ დუმს სიონი და აღარ დუმს ხალხი" -...

“ისევ დუმს სიონი და აღარ დუმს ხალხი” – გიორგი რურუა

პატიმიმრობა მყოფი გიორგი რურუა ფეისბუქის პირადი გვერდის მეშვეობით ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს რომ ამ დაკავებით ქვეყანა დაადგა პუტინის გზას:

“ისევ დუმს სიონი და აღარ დუმს ხალხი.

ნიკა მელიას უკანონო დაკავებით, ბიძინა ივანიშვილმა კი მოიფხანა გული, მაგრამ უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.

სიმართლეს ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი. ჩვენი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ საქართველოს გაძლიერებისთვის, სწორი განვითარებისთვის და ახლა ჩვენი მოქმედების დროა – დაუღალავი პროტესტი, პრინციპულობა, შეუპოვრობა. ბიძინა ივანიშვილის შავბნელ ზრახვებს, ქვეყნის შიგნით პროტესტი და ამ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით გამოწვეული სანქციები შეაჩერებს მხოლოდ.

მინდა ვთხოვო ჩემს მეგობრებს, ჟურნალისტებს, შევადაროთ ჩვენი მეგობრების განცხადებები პლახიატნუკის და იანუკოვიჩის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს. დარწმუნებული ვარ ბევრ საერთო ნარატივს ამოვიკითხავთ.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების მიერ გაკეთებული განცხადებების განმარტება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებისთვისაც. რადგან ქართული ოცნების დეპუტატები ურცხვად გვეუბნებიან, რომ ჩვენი დასავლური კურსი უცვლელია და საქმით საპირისპიროს აკეთებენ, ჩემი აზრით მიზანმიმართულად, ამას დაბნეულობა შემოაქვს და ვფიქრობ განმარტება სჭირდება მოსახლეობას ყველასთვის გასაგებ ენაზე, საითკენ მიყავს ხელისუფლებას მიზანმიმართულად ჩვენი ქვეყნა.

ნიკა მელიას უკანონო დაკავებამ ნათელი გახადა, რომ ჩვენ დავადექით პუტინის გზას. თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა არ დავნებდეთ, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

მხნეობას ვუსურვებ ნიკას ოჯახს.

ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა
25 თებერვალი 2021 წელი”

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...