შაბათი, აპრილი 27, 2024

“ერთადერთი, რისი შექმნაც ივანიშვილმა შეძლო ამ ქვეყანაში სიძულვილის ინდუსტრიაა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და აცხადებს რომ ქვეყანაში წახალისებულია ძალადობა და ხელისუფლება სიძულვილს აღვივებს:

ერთადერთი, რისი შექმნაც ივანიშვილმა შეძლო ამ ქვეყანაში სიძულვილის ინდუსტრიაა. იმ ფულით და იმ ენერგიით, რაც ამ წლებში ამ ინდუსტრიაში დაიხარჯა, სამი ქვეყანა აშენდებოდა ნულიდან. თუმცა, ოცნების ხელისუფლებას შენება არ შეუძლია. მარტო ნგრევა და ტალახში გორაობა შეუძლია. წლების მანძილზე ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან დაწყებული უკანასკნელი ტროლით დამთავრებული ამ სიძულვილს აღვივებდა, ძალადობის სამიზნედ აქცევდა არასახელისუფლო მედიას და პოლიტიკურ ოპონენტებს. ამ სიძულვილის ინდუსტრიის პროდუქტია ვახო სანაიაზე თავდასხმა. ივანიშვილის ოცნება უნდა წავიდეს, სანამ მის მიერ მოზელილ ტალახში ჩაიხრჩობა ქვეყანა,” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული