ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოვუწოდებ ხელისუფლებას და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს, უარი თქვას...

“მოვუწოდებ ხელისუფლებას და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს, უარი თქვას საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენების განზრახვაზე” – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე ხელისუფლებას და პირადად ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს უარი თქვას ოპონენტების მიმართ ძალის გამოყენებაზე და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა მოხდეს მოლაპარაკებისა და კომპრომისების გზით:

მოვუწოდებ ხელისუფლებას და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს, უარი თქვას საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენების განზრახვაზე, სიძულვილის ენაზე, აგრესიულ რიტორიკაზე და შექმნილი პოლიტიკური კრიზისი გადავწყვიტოთ მოლაპარაკებისა და კომპრომისების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა კანონის და ისტორიის წინაშე დაგეკისრებათ სრული სიმკაცრით!

ყველას უნდა გვესმოდეს, სამოქალაქო დაპირისპირება ჩამოშლის სახელმწიფო ინსტიტუტებს, დააზარალებს ქვეყანასა და ჩვენს მოქალაქეებს.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ , რაც შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი სწორი არჩევანია!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“4 ოქტომბერს ყველა რომ გეგმას ითხოვდით და საჭირო ყოფილა გეგმა, ახლა თქვენ მაჩვენეთ, ან...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა იმ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს თუ საზოგადოებრივ...

“28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით...

“შიშის და უიმედობის დათესვის მიზნით, ამავდროულად კი რუსეთის საამებლად,...

“როცა ვიძახი, რომ რუსული რეჟიმი სამართლიან სასამართლოში უნდა გასამართლდეს და პოლიტიკური შურისძიების აღქმაც კი...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...