შაბათი, ივლისი 5, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მზად ვართ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ამ უმძიმესი...

“მზად ვართ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ამ უმძიმესი კრიზისის განმუხტვისთვის” – გიორგი ვაშაძე

დღეს, კიდევ ერთხელ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდების შესაბამისად, კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ შეთანხმებისთვის, 25-ის აქციას გადავდებთ და იმედი გვაქვს, ამას დაინახავს „ქართული ოცნებაც“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი გადაწყვეტილების გახმოვანებისას.

ოპოზიციონერ ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლებას მოლაპარაკებების დაწყებისკენ, რომ ქვეყანაში დროულად მოხდეს უმძიმესი კრიზისის განმუხტვა:

ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ ყველამ. ხელისუფლებას და “ქართულ ოცნებას” მივმართავ, ახლაც, რომ მათ აქვთ ორი არჩევანი – ან დაპირისპირება, კონფრონტაცია ან მოლაპარაკებები და შეთანხმება. ჩვენ პირველივე დღიდან ვაცხადებთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკება/შეთანხმებისთვის და მზად ვართ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ამ უმძიმესი კრიზისის განმუხტვისთვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით “ქართული ოცნების” მხრიდან ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ კონფრონტაციას და მეტს არაფერს. მაგრამ დღეს, კიდევ ერთხელ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდების შესაბამისად, კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ შეთანხმებისთვის, 25-ის აქციას გადავდებთ და იმედი გვაქვს, რომ ამას დაინახავს მეორე მხარეც.

ქვეყანა ასაშენებელია, საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომები და არა ვიწროპარტიული ინტერესების გატარება! ხელისუფლებაზე ჩაბღაუჭება არავის არასოდეს გამოსვლია და არც “ქართულ ოცნებას” გამოუვა. ამიტომ, ჩვენ ძალიან მარტივ რამეს ვითხოვთ – ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, სრულად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, გატარდეს რეფორმები და რაც მთავარია დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომ ეს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, რომელიც უკვე თვეების მანძილზე გრძელდება ქვეყანაში,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...