spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიჩვენ ვისმენთ ცრუ ბრალდებებს ტელევიზიებიდან, თითქოს მერია ადამიანებს...

ჩვენ ვისმენთ ცრუ ბრალდებებს ტელევიზიებიდან, თითქოს მერია ადამიანებს არ ეხმარება – კახა კალაძე

დიდი ტყუილია, რომ მუნიციპალიტეტი და გამგეობები შეჭირვებულ ოჯახებს არ ეხმარებიან, რადგან ჩვენი პრიორიტეტი სწორედ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებაა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ სიუჟეტებში ცრუ ბრალდებებზე იყო საუბარი და რეალურად, ეს ადამიანები ყოველთვიურად იღებენ დახმარებას იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართები იჯარით აიღონ.

ჩვენ ბოლო წლებში ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ოჯახებს, მოქალაქეებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ და გაუჭირდათ პანდემიის პირობებში. გვაქვს ბევრი მუნიციპალური პროგრამა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც 2020 წელს, ასევე, 2021 წელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლავთ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება. ყველა პროგრამას, რომელიც დაანონსებული გვაქვს, არცერთი თეთრი არ დააკლდება იმისთვის, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს და ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მუნიციპალიტეტის თანადგომა, სახელმწიფოს მხარდაჭერა. შესაბამისად, ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი განხორციელდება.

ჩვენ ვისმენთ ცრუ ბრალდებებს ტელევიზიებიდან, თითქოს მერია ადამიანებს არ ეხმარება. კონკრეტული მედიასაშუალებების გადაცემებში გასულ კვირას იყო სიუჟეტები, ჰყავდათ მოწვეული სტუმრები და საუბრობდნენ, რომ მუნიციპალიტეტი, გამგეობები ამ ოჯახებს არ ეხმარებიან. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არ ვიკადრებ, კონკრეტულად ამ ადამიანების სახელებით და გვარებით მიმოწერები გავასაჯაროო. არ ვიკადრებ იმას, საზოგადოებას წარვუდგინო, რა დახმარებები აქვთ მიღებული, რამდენს იღებენ ყოველთვიურად, თუნდაც იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართები აიღონ იჯარით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, მთავარია, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი ეკონომიკური გარემო, რომ რაც შეიძლება, ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში შევქმნათ ისეთი ეკონომიკური გარემო, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეჭირვებული, ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს და ეს მიღწევადია. ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს შევძლებთ. პანდემიამ სერიოზული პრობლემა შექმნა. ძალიან დიდი გავლენა იქონია ეკონომიკის განვითარებზე, მაგრამ ყველაფერი დაძლევადია. მთავარია, პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, რომელსაც შეიძლება აქამდე ასე არ ვაფასებდით და გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“4 თვის წინ დაიწყო ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება” – შოთა...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე...

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

“კუდაბზეკილ ევრობიუროკრატიას საკუთარი თავი კეთილსინდისიერების ეტალონად მიაჩნია” – ზაალ ანჯაფარიძე

ევროკავშირთან ურთიერთობის მხრივ კონკრეტულ მოსაზრებებს გამოთქვამს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: "ჩვენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...