spot_img
მთავარიარჩევნებიარჩილ თალაკვაძე: ოპოზიციისთვის პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობისთვის კარი...

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციისთვის პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობისთვის კარი ღიაა

ოპოზიციისთვის, ვგულისხმობ როგორც პარლამენტში უკვე შემოსულ ოპოზიციურ პარტიებს, ასევე, მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩართული საპარლამენტო პროცესში, კარი საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობისთვის რჩება ღია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ არჩევნების სფეროში მომუშავე ყველა დაინტერესებულ მხარეს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში რეგლამენტის ფარგლებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა გადაამოწმოს ის კითხვები და პრეტენზიები, რომლებიც ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდა.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვით. შესაბამისად, ყველას ინტერესებში შედის, რომ ერთად გადავამოწმოთ ყველა პრეტენზია და შეკითხვა, რომელიც ისმოდა ჩატარებული არჩევნების მიმართ. ვნახოთ რეალურად, იყო თუ არა ის ხარვეზები, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა წინა თვეებში. განუზომელი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საბოლოო ჯამში, ერთობლივ ფორმატში დავადგინოთ სიმართლე და გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, რაზეც ინტერესი საჯაროდ იყო გამოთქმული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის განმარტებით, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, დღევანდელი პლენარული სხდომის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ კომისიის ფორმირება დღესვე სრულდება.

დღეს პარლამენტი პრინციპულად მხარს დაუჭერს ამ კომისიის შექმნას. შემდეგ უნდა განისაზღვროს კვოტები როგორც ოპოზიციის, ასევე, უმრავლესობისთვის. ჩვენ უნდა გავმართოთ კომუნიკაცია სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, და მხოლოდ ამის შემდეგ, გარკვეულ გონივრულ დროში მოხდება კომისიის ჩამოყალიბება თავისი საბოლოო შემადგენლობით და ის დაიწყებს მუშაობას“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთობლივი საგამოძიებო კომისია ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ გატარებული საკონსტიტუციო რეფორმით არის გათვალისწინებული.

ინფორმაციას პარ

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო” – კახა კალაძე

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო...

“ეს ორი, თითქოსდა ერთმანეთის ანტიპოდი, სინამდვილეში ძალიან ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს და ბევრი რამ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...