spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე!" - ნიკა...

“ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე!” – ნიკა მელია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი საქართველოს პარლამენტმა მეორედ მოუხსნა. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ არ შეეგუება სამშობლოს დაცირებას და გავრილოვის განაჩენს:

,,გავრილოვის დავალება შესრულებულია და ამას ჩემზე კარგად ხედავს ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი. 88 მონურ მორჩილებაში მყოფმა ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა. დიახ, არც მეტი და არც ნაკლები, – გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა.

ეს არ იყო ვერდიქტი ჩემთვის გამოტანილი. ამ ადამიანებმა, პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ, განაჩენი გამოუტანა ყველას და ვფიქრობ, არ ვიქნები გადაჭარბებული თუ ვიტყვი იმასაც, რასაც ახლა ვიტყვი: განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ვინც ქუჩაში გამოვიდა, თქვენც, დარწმუნებული ვარ თქვენი მშობლებიც, ვინც ხმა აიმაღლა, გააპროტესტა, ვინც სამშობლოს გამოესარჩლა. გამოუტანეს ყველას, ვინც იყო მსხვერპლი მოძალადეების იმ კონკრეტულ დღეს, ვისაც დათვის ტყვიები ესროლეს, ვისაც ხელკეტი მოუქნიეს, ვის მიმართაც დევნა ახორციელეს, ვისაც თვალები დათხარეს და ვისაც იმ დღეს სამშობლო მოსტაცეს, სწორედ ამიტომ ყველანი ავდექით და მივედით რუსთაველის გამზირზე.

მე არ და ვერ შევეგუები ჩემი სამშობლოს დამცირებას. არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს.

ახლა არ არის დრო პარტიის და პარტიული პოლიტიკის. არის ეროვნული ქართული მოძრაობა ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ოკუპანტი და ივანიშვილის რენეგატები. ერთ მხარეს არის თავისუფლება და მეორე მხარეს არის მონობა. ერთ მხარეს არის ამ ქვეყნის, ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ნათელი მომავალი და მეორე მხარეს არის საბჭოთა ბნელეთი.

შეუძლებელია აქ უკან დახევა და შეუძლებელი არის უსამართლობას თავი დავუხარო, ეს უბრალოდ არ მოხდება! ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე! სანამ ყველანი ერთად არ ვუზრუნველვყოფთ ამ ქვეყნის თავისუფლებას. არ არავის მივცემთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების განადგურების შესაძლებლობას. მე გული მწყდება იმ 88 მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანზე, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა უკვე მეორეჯერ გამასამართლა, მაგრამ ჯერჯერობით საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და ვეღარც მიიყვანენ. ეს არის გამორიცხული!

არ ჩამითვალოთ ხმამაღლა ნათქვამში, მაგრამ ტანით ვგრძნობ, რომ ეს 88 ადამიანი შველას საჭიროებს, ისინიც უნდა ვიხსნათ მონური მორჩილებიდან.

თუკი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ნიკა მელია დაიხევს თუ არ დაიხევს ან რას გააკეთებს, ვთქვი და გავიმეორებ: ახლა თუკი რამე არის დანაშაული, გავრილოვის იმ ცნობილ სავარძელში ჩაჯდომაზე მეტი დანაშაული იქნება შიში და უკან დახევა იმიტომ, რომ ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის ხმა ვართ თითოეული ჩვენგანი. ამ ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს დროშა ვერ აფრიალდება. არანაირი დამორჩილება ამ უკანონო გავრილოვის განაჩენის მიმართ ბუნებრივია, არ იქნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო” – კახა კალაძე

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...