კვირა, ივლისი 13, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოლიტიკაზურაბ ხარატიშვილი - ქვეყნის უმთავრეს მიზნად გვესახება განახლებული...

ზურაბ ხარატიშვილი – ქვეყნის უმთავრეს მიზნად გვესახება განახლებული საქართველოს აღმშენებლობა, რომელიც უნდა გავიდეს თანამედროვე მსოფლიოს ავანგარდში

“სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილის თქმით, საქართველო იმყოფება გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლის ფაზაში. მისი თქმით, საზოგადოებაში გამეფებულია უიმდობის გრძნობა და ეს გრძნობა განსაკუთრებით გაამძაფრა პრეზიდენტის ბოლო არჩევნებმა.

ზურაბ ხარატიშვილმა ეს განცხადება “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” რიგით მეორე ყრილობაზე, სასტუმრო ბილტმორში გააკეთა.

“ჩვენ ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც შევედით გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლის ფაზაში. აქსიომაა, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, თუმცა სამწუხაროდ საქართველოში, დღეს ამ წყაროს ოლიგარქი დაეპატრონა, ივანიშვილის სახით და რეალურად ვიღებთ სიტუაციას, როცა ქვეყანა იმართება არა სახელმწიფო ინსტიტუციების, არამედ შპს-ს პრინციპით. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე შედეგებს იძლევა.

საზოგადოებაში გამეფებულია უიმდობის გრძნობა და ეს გრძნობა განსაკუთრებით გაამძაფრა პრეზიდენტის ბოლო არჩევნებმა, რომელიც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ მოიპარა. ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ სიტუაციაში, როდესაც საზოგადოება ერთადერთ ალტერნატიულ ძალად მიგვიჩნევს, წარმოვაჩინოთ თავი ძალად, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის განვითარებაზე. უნდა მოხდეს მობილიზაცია ახალი ზემიზნის, ეროვნული ერთობის იდეაზე დაფუძნებული მოწინავე და ძლიერი სახელმწიფოს შესაქმნელად. შესაბამისად ჩვენი ქვეყნის უმთავრეს მიზნად გვესახება განახლებული საქართველოს აღმშენებლობა, რომელიც უნდა გავიდეს თანამედროვე მსოფლიოს ავანგარდში და გავიდეს სწრაფად” – განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...