spot_img
მთავარიკანონი და სამართალინიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ...

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ და უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას – მამუკა მდინარაძე

დღეს “ქართული ოცნების” ოფისში გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის გაერთიანებული სხდომა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება ნიკა მელიასთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალურ ბრიფინგზე პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა:

დღეს, უმრავლესობის სხდომაზე განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, კულტურის კომიტეტის შექმნის ინიციატივა, საგამოძიებო კომისიის საკითხი და პარლამენტში პროკურატურის მიერ შემოტანილი შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით.

ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალის ამოცანაა, უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა, უპირობოდ დავიცვათ თანასწორობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილებით არ შევაფერხოთ მართლმსაჯულების აღსრულება.

სამწუხაროდ, ნიკა მელიას, ისევე როგორც “ნაციონალური მოძრაობის” მიზანი არის აბსოლუტურად საპირისპირო და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ მართლმსაჯულების სისტემას, სახელმწიფოს და საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ.

ამავდროულად, მან საკუთარი თავი ასეთი ალტერნატივის წინაშე დააყენა – უწევს ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება.

ჩვენ, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას.

შესაბამისად, მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი.

აქვე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ხაზგასმით აღვნიშნავთ – დღეს, ერთადერთი ადამიანი, ვისზეც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხია დამოკიდებული, თავად ნიკა მელიაა და მას კიდევ რამდენიმე დღე რჩება, რომ კარგად გაიაზროს საკუთარი გადაწყვეტილება“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“მე მახსოვს პოლიცია, რომელიც მოსახლეობის იმედი იყო” – ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ქართულ პოლიციასთან...

“მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...