პარასკევი, მაისი 2, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"Fitch"-ის შეფასებით, ჩვენთან ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი იქნება საშუალოზე...

“Fitch”-ის შეფასებით, ჩვენთან ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი იქნება საშუალოზე მაღალი – წელს ვარაუდობენ 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდას – ნათია თურნავა

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა – „Fitch“-ის შეფასებით, ჩვენთან ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი იქნება საშუალოზე მაღალი – წელს ვარაუდობენ 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდას და ნიშანდობლივია, რომ 2022 წლისთვის „Fitch“-ის შეფასება უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე ზოგიერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის; მომავალ წელს 5.8%-ს, ანუ თითქმის 6%-იან ზრდას ვარაუდობენ.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა უცვლელად დატოვა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე.

მინისტრის განცხადებით, მიუხედავად გლობალური გაურკვევლობისა, პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური კრიზისისა და სირთულეებისა, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს მთავრობის მმართველობის ხარისხი, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და უწყვეტი რეფორმები აძლევთ შესაძლებლობას, კვლავაც მაღალ დონეზე შეაფასონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო მიმზიდველობის ხარისხი, ბიზნესის გარემოს მიმზიდველობის ხარისხი და მიუხედავად პანდემიისა, უცვლელი დატოვონ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი.

ამასთან, ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩვენს რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში სხვადასხვა ქვეყანას საკრედიტო რეიტინგი დაუქვეითდა, რაც გასაგებია გლობალური პანდემიის ფონზე. თუმცა, საქართველო ამ თვალსაზრისით, პრაქტიკულად, ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა.

მინისტრის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს დიდი სანდოობის ხარისხს ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების მიმართ. ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლება ატარებს გონივრულ ანტიკრიზისულ პოლიტიკას, რომელიც ამცირებს ეკონომიკის მოწყვლადობას და მგრძნობელობას გარე შოკების მიმართ და ეკონომიკა დადებითად განვითარდება.

ნათია თურნავას განმარტებით ეს პრაქტიკულად, ნიშნავს, რომ გლობალური ინვესტორები, ვინც ახლა პოსტპანდემიურ პერიოდში ეძებენ ახალ ბაზრებს, რათა განავითარონ თავისი ბიზნესი, საქართველოს ჩათვლიან კვლავაც ერთ-ერთ საიმედო, მშვიდობიან ბაზრად, სადაც დიდი ალბათობით გადაწყვეტენ ახალი ინვესტიციების განხორციელებას.

ეს არის შედეგი ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის, ეს არის შედეგი იმ ნდობის ხარისხისა, რასაც ჩვენს მიმართ ავლენენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და კერძოდ, სავალუტო ფონდი და ეს ცალკეა აღნიშნული ამ ანგარიშში“, – აღნიშნა მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხელისუფლებად წოდებული ბანდა უკვე დიდი ხანია არის არა უბრალოდ რუსული გავლენის ქვეშ, ან რუსეთის...

პროკურატურის მიერ სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებს მწვავე...

“გამონახეთ დრო საკუთარი შვილებისთვის” – მედეა ლეჟავა

ბავშვთა ფსიქოლოგი, მედეა ლეჟავა სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს, თუ...

“მოღალატეთა, კრიმინალური რეჟიმი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება” – გიორგი ბარამიძე

“მოღალატეთა, კრიმინალური რეჟიმი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, არ აღიარებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი. რა დაგიშავა...

ჭიათურაში მაღაროების დახურვის გადაწყვეტილებას იქ მომუშავე პერსონალის პროტესტი მოჰყვა...