ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"ტყუილია, რომ საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლები მზადაა სწავლების...

“ტყუილია, რომ საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლები მზადაა სწავლების დასწრებული ფორმით გასაგრძელებლად” – ნანა ტოხვაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, განათლების სამინისტროს სასწავლო პროცესის არაეფექტურ მართვაში ადანაშაულებს. როგორც ნანა ტოხვაძე აღნიშნავს, დღემდე გაუგებარია, თუ როგორ აპირებს საჯარო სკოლები მოსწავლეების მიღებას პანდემიის პირობებში. ტოხვაძის თქმით განათლების სამინისტრომ პასუხისმგებლობა მოიხსნა და სკოლებს გადააბარა, რათა მდგომარეობის შემდგომი გაუარესების შემდეგ სკოლები, ადმინისტრაცია, მასწავლებლები და ის მშობლები დაადანაშაულოს, რომლებიც სასწავლო დაწესებულებების გახსნის მომხრენი იყვნენ:

ტყუილია, რომ საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლები მზადაა სწავლების დასწრებული ფორმით გასაგრძელებლად. დღემდე გაურკვეველია, ელემენტარულად, პირბადის გამოყენების სავალდებულო წესი რომელ ასაკობრივ კატეგორიაზე ვრცელდება. განათლების სამინისტროს ნაჩქარევი და ზედაპირული დამოკიდებულების გამომჟღავნებაა ის ფაქტი, რომ საჯარო სკოლები 15 თებერვალს გაიხსნება და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე მოგვიწევს გამოვიმუშაოთ „ჯოგური იმუნიტეტი“.

ერთადერთი, რაშიც სამინისტრომ გასული 3 თვე გახარჯა, ის გახლავთ, რომ დირექტივების და ჯანდაცვის რეგულაციების “გადაკოპირებით” შემოიფარგლა!

განათლების სამინისტრო ბოროტად სარგებლობს „ზემდგომის“ ფუნქციით და მხოლოდ სკოლის დირექციაზე პასუხისმგებლობების გადაბარებით სურს სასწავლო პროცესის აღდგენა. პანდემიის „აფეთქების“ შემთხვევაში კი, გეგმავს ხელი გაიშვიროს საჯარო სკოლების დირექციების, ადმინისტრაციების, მასწავლებლებისა და „სკოლების გახსნის“ მომხრე მშობლებისაკენ. სამინისტროსგან დაყენებული ერთადერთი „ინიციატივა“ გახლდათ სკოლების დავალდებულება სრულად უზრუნველყონ ჯანმრთელობისა და სწავლების პროცესი, ყოველგვარი საერთო ეროვნული მხარდაჭერის მიღების გარეშე. ისმის ლეგიტიმური შეკითხვა: სად არის სახელმწიფო ან სად არის სკოლების გახსნის დეტალური გეგმა, რომელსაც მშობლები ითხოვდნენ?

Covid -19 -ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, განათლების სამინისტრო თავს “გვაწონებდა”, რომ დისტანციური სწავლებითა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დავეწიეთ ფინეთს!!! რამდენმა ჩვენგანმა მიიღო დეტალური ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებით თუ ელექტრონული ფოსტით სავალდებულო რეგულაციების შესახებ?! საზოგადოება არ ფლობს ამომწურავ ინფორმაციას თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ.

დღეს, როცა 2 სამუშაო დღე რჩება სკოლების სრულად აღდგენამდე, არ გვაქვს წარმოდგენა, თუ რამდენი სკოლა გაუმკლავდა მშობელთა ინფორმირების კამპანიას. რა სახსრებითა და მეთოდოლოგიით მიაწვდინეს ხმა მშობლებს, მასწავლებლებს თუ ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირებს საქართველოს მასშტაბით! გამოდის, რომ არჩევანი დასწრებულ სწავლებასა და ონლაინზე დარჩენას შორის პირობითია, რაც მხოლოდ მშობლის ემოციურ გადაწყვეტილებას ეფუძნება.

მშობლებისთვის დღემდე უცნობია, რა პირობები ხვდებათ მოზარდებს სკოლებში. მოწესრიგებულია თუ არა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. რამდენი ადამიანია გამოყოფილი თერმოსკრინინგისთვის, რა განრიგით ან რამდენი დამლაგებლის ხარჯზე მოხდება 500, 800 და 1000 -ზე მეტ ბავშვიანი სკოლების დასუფთავება. რა გააკეთა სამინისტრომ ტექნიკური პერსონალის ადეკვატური ანაზღაურებისთვის, რომლებსაც პანდემიის გამო გაათმაგებული შრომა მოუწევთ. ნუთუ კვლავ 240 ლარის შემყურემ უნდა იშრომოს გაათმაგებულად სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, მნემ, დამლაგებელმა და ა.შ.

ამრიგად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება განათლების სამინისტროს და არც ერთ შემთხვევაში არ გამოუვა, პასუხისმგებლობა გადააბაროს საჯარო სკოლებს და მათკენ გაიშვიროს თითი პანდემიის აფეთქების შემთხვევაში! სკოლებს, რომლებსაც აქამდე ჩატეხილი შუშის გამოცვლის ნებას არ რთავდა “ზევიდან” ჩარევის გარეშე“, – ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ვრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარებს, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს”...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...