შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"პანდემიის პირობებში სკოლების არაეფექტურ მართვაში ვადანაშაულებთ განათლების სამინისტროს"...

“პანდემიის პირობებში სკოლების არაეფექტურ მართვაში ვადანაშაულებთ განათლების სამინისტროს” – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე განათლების სამინისტროში მიმდინარე პროცესებს აანალიზებს, კიდევ ერთხელ აღნიშნავს სამინისტროს უპასუხისმგებლობასა თუ არაკომპეტენტურობას და ამასთან, კონკრეტულ პასუხგაუცემელ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:

ყველაფერს #რომდავარქვათთავისისახელი! საჯარო სკოლებს, რომლებსაც დღემდე ჩატეხილი ფანჯრის შუშის გამოცვლა არ შეეძლოთ “ზემდგომი” სამინისტროს ნებართვის გარეშე, უცაბედად “სრული თავისუფლება” მიენიჭათ, ოღონდ მხოლოდ პასუხისმგებლობის ნაწილში!

განათლების სამინისტროს უპასუხისმგებლობაზე და არაკომპეტენტურობაზე უკვე ბევრჯერ მოგახსენეთ ფაქტებით!

დღეს, როცა პანდემიის პირობებში სკოლების არაეფექტურ მართვაში ვადანაშაულებთ სამინისტროს, ვგულისხმობთ ბატონ ჩხენკელს თავის მოადგილეებიანად, როგორც კომუნიკაციის დეფიციტში შემჩნეულებს მშობლებთან, მასწავლებლებთან თუ მთლიანად საზოგადოებასთან, ამ ძნელბედობის ჟამს.

რადგან სათქმელი არაფერი აქვთ, “ხელებიც დაიბანეს” როგორც დეტალური გეგმის შემუშავების, ასევე ინფორმაციის მიწოდების ანგარიშვალდებულებისგან. ძალიან შემცდარან თუ ჯოხის გადატეხვას იმ მშობლებზე აპირებენ, ვინც #ვითხოვდითგეგმას ან იმ მასწავლებლებზე, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან სკოლებში გამეფებული საფრთხეების შესახებ!

დღემდე არ არსებობს პასუხები:
1) რატომ არ გამოვიყენეთ დახმარების სახით მიღებული ფინანსური რესურსი სკოლების მომზადებისთვის? რაში დაიხარჯა ვალად თუ საჩუქრად ათვისებული მილიარდები?
2) ვიცით, რომ Covid-19-ის პირობებში სკოლების სველი წესით დასუფთავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა ხდება ამ დროს?! დამლაგებლის ანაზღაურება კვლავ 210 ლარია მცირეკონტიგენტიან სკოლებში, ხოლო 1800-ზე მეტი მოსწავლის შემთხვევაში 375 ლარი (დარიცხულ თანხაზე ვსაუბრობთ);
3) სკოლის დირექცია/ადმინისტრაცია, რომელმაც დამოუკიდებლად უნდა მართოს პროცესი პანდემიის მძვინვარების პირობებში, უცაბედად “გახდა სრულად თავისუფალი” ცენტრალიზებული მმართველობისგან, რადგან თუ რამე “შეეშალათ” , მარტივად მათზე გადატყდება ჯოხი!

დირექტივა ასეთია – მართეთ ნაკადები, დაგეგმეთ უსაფრთხო სასწავლო გრაფიკი, პასუხი აგეთ მოსწავლე-მასწავლებლის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე და ა.შ. აქაც, ადმინისტრაციის ანაზღაურება, რიგ შემთხვევებში, საარსებო მინიმუმს ჩამოცდენილია! საუკეთესო შემთხვევაში, მთელ 300 ლარიან ყოველთვიურ ანაზღაურებაზე ვსაუბრობთ!

ასე არ გამოვა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნაცარიც აღარ გყოფნით, აშკარად!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა...

კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...