spot_img
მთავარიადამიანის უფლებებისოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც არასრულწლოვანი გოგოს...

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც არასრულწლოვანი გოგოს ნიშნობაა ასახული, მოკვლევა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც არასრულწლოვანი გოგოს ნიშნობის ფაქტს ეხება, რასთან დაკავშირებითაც დაიწყო მოკვლევა და შესაბამისი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირებას მოითხოვს:

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო მოკვლევა სოციალურ ქსელში გავრცელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, 2021 წლის 8 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო მასალა, სადაც ასახულია არასრულწლოვანი გოგოს ნიშნობა. საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოიპოვეს დამატებითი ინფორმაცია, რის შესახებაც დაუყოვნებლივ მოხდა სამართლდამცავი უწყების ინფორმირება.

სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ ხშირია ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება, ასევე, ნიშნობის მანკიერი პრაქტიკა. საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლილი საქმეები მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევებს უმეტესად იძულებითი ქორწინების ფორმა აქვს და თავისუფლების უკანანო აღკვეთის ან მშობელთა შორის გარიგების შედეგია. სახელწიფოს მიერ ამ მიმართულებით, მათ შორის, პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, სათანადოდ არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართალდამცავი უწყების და ბავშვზე ზრუნვის ორგანოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე მყისიერ რეაგირებას, ქორწინების იძულების აღკვეთასა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფის შემთხვევის შესწავლას. აუცილებელია არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან მუშაობა. ამასთან, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საზოგადოებასთან მუშაობა ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ ამას სახელს დავარქმევ, მნიშვნელობა არ აქვს მე რას გიწოდებ, იმიტომაც მემუქრები, რომ ზუსტად...

ცალკეულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას და ამასთან დაკავშირებით, შსს-ს ახალი...

“პროპაგანდამ არ გაჭრა და ამხელა ორგანიზებული თავდასხმების შემდეგ – ბავშვებმა გაიმარჯვეს!” – მარიკა არევაძე

უფლებადამცველი, ქალთა მოძრაობა პროტესტSHE-ს დამფუძნებელი, მარიკა არევაძე დიუშენის სინდრომით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...