პარასკევი, მაისი 2, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო კონკრეტული წინადადებები და იცოდეთ,...

“ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო კონკრეტული წინადადებები და იცოდეთ, რომ თქვენი ჩართულობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა” – გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებს

ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციების ხელშეწყობა არის საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტები და ამ პროცესში ბიზნესის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც როგორც მთავრობის, ისე ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიდგას, რათა პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე ქვეყანამ კონკურენტული პოზიცია და ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების პოტენციალი შეინარჩუნოს.

აღინიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების რაც შეიძლება მალე დაძლევისა და ჯერ კიდევ მოქმედი შეზღუდვების უფრო თამამად შემსუბუქების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია დადგენილი წესებისა და რეგულაციების აღსრულება – მათ შორის პირბადის სწორად გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგებზე და განაცხადა, რომ მოქმედი რეგულაციებით მიღწეულმა სტაბილიზაციამ ქვეყანას მისცა რესურსი, ფრთხილად, წესების დაცვით ეტაპობრივად აღადგინოს ტურიზმი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა და დამატებითი ჟანგბადი შესძინოს ეკონომიკური აღდგენის პროცესს.

გარდა ამისა, ქვეყანაში გაგრძელდება სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები, გაიზრდება კაპიტალური ხარჯები, დაჩქარდება სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, ასევე სახელმწიფო საწარმოების სისტემური რეფორმა, რათა მათი მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.

გიორგი გახარიამ მსხვილ დამსაქმებლებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა, პირადად ჩაერთოს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში და იყოს გარანტი, კანონის ფარგლებში ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი პრობლემური საკითხის უმოკლეს ვადებში გადასაჭრელად, მათ შორის პანდემიის გამო წარმოქმნილი სირთულეების ფონზე პროექტების შეუფერხებელი რეალიზაციის კუთხით.

ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ვინაიდან ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია გლობალურად შექმნილი ვითარებით გამოწვეული კრიზისიდან სწრაფად გამოსვლასთან. ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო კონკრეტული წინადადებები თქვენგან და იცოდეთ, რომ თქვენი ჩართულობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა მსხვილ დამსაქმებლებს.

შეხვედრაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, სხვადასხვა სფეროში მოქმედი მსხვილი ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნანუკა მაგრად დადექი! ეს სიმახინჯეები შენ ვერაფერს დაგაკლებენ!” – მიხეილ სააკაშვილი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “ჩვენი ბრძოლა არ გაჩერდება!”

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ამ ყველაფრის ფინალი რა არის ქოცებო თქვენი აზრით?” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილი "ქართული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მახსოვს, ირაკლი ღარიბაშვილის საკმაოდ კორექტული კრიტიკისათვის ლამის ჩამქოლეს ადამიანებმა” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, კონკრეტული ფაქტების გახსენების...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა მაგრად დადექი! ეს სიმახინჯეები შენ ვერაფერს დაგაკლებენ!” – მიხეილ სააკაშვილი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“სახალხო დაუმორჩილებლობა და საყოველთაო გაფიცვა! ეს უნდა იყოს მთავარი საკითხი!” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს...