ორშაბათი, აპრილი 21, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"კოვიდ მილიარდები რაში დახარჯა მთავრობამ ისევ არ ვიცით"...

“კოვიდ მილიარდები რაში დახარჯა მთავრობამ ისევ არ ვიცით” – სერგო ჩიხლაძე

ვაქცინაციის პროცესში ცალკეული ქვეყნების აქტიურობაზე ამახვილებს ყურადღებას “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე და ხელისუფლების მხრიდან კორონავირუსის პანდემიის პირობებში არსებული ჩავარდნების თაობაზე საუბრობს:

რუმინეთმა 840 000 ადამიანი აცრა, პოლონეთმა – 1 600 000, ესტონეთმა – 54 000. ისრაელზე, აშშ და ბრიტანეთზე არაფერს ვამბობ.

ავღანეთმა 500 000(!) დოზა ასტრაზენეკა მიიღო დღეს. უკრაინამ 12 მილიონი დოზა გუშინწინ.

ჩვენთან?

მთავრობა კომენდანტის საათის 9 საათზე დაწყებას “აპრავებს” და თან არც გამოსდით.
ერთერთი სკოლის დირექტორი გეგმავს თუ როგორ ააფეთქოს ვირუსი სკოლაში, რომ სწრაფად “დალოქდაუნდეს” ისევ სასკოლო პროცესი. დივერსიას გეგმავს ფაქტიურად.
მთავარი ინფექციონისტი “ანონიმკების” (ბრჭყალები ზედმეტია პრინციპში) წერით არის დაკავებული.

ერთერთი მთავარი ეპიდემიოლოგი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც შველას ითხოვენ, მესაცივეებს ეძახის. არადა, ეს მესაცივეები აფინანსებენ მის ხელფასს და პრემიებს.
კოვიდ მილიარდები რაში დახარჯა მთავრობამ ისევ არ ვიცით.

პანდემიის მართვის გეგმები ისევ არ გვაქვს, განსაკუთრებით “გახსნის” პირობებში.
ეკონომიკური ზრდის ტემპით და არსებული პოლიტიკით ესტონეთს 2111 წელს დავეწევით, ხოლო უფრო განვითარებულ ქვეყნებს XXIII საუკუნეში (ოღონდ ამ დროს ისინი XXV საუკუნეში იქნებიან).

ხოდა, გავჩუმდეთ და ვუკრათ ტაში ხელისუფლებაში მოკალათებულ მავნებლებს (დიახაც მავნებლებს)!” – წერს სერგო ჩიხლაძე ფეისბუქის პირა გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა” – მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა,...

“ჩვენი თავი ჯანდაბას და შვილებს რას ეუბნებით, შვილებს, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მმართველი პარტიის მხრიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“მის ბრალეულობას განაპირობებს კონკრენტული ფაქტები და არა ცალკეული ადამიანების, მათ შორის, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის...

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი კომენტარს აკეთებს საგამოძიებო კომისიის...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...