სამშაბათი, ივნისი 17, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისპორტისაქართველოს რაგბის ნაკრების კიდევ ერთი გამარჯვება რუსეთის ნაკრებზე

საქართველოს რაგბის ნაკრების კიდევ ერთი გამარჯვება რუსეთის ნაკრებზე

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა რაგბის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის. საქართველოს ნაკრებმა, დღეს კიდევ ერთხელ დაამარცხა მეტოქე.

მატჩის პირველი ტაიმი უშედეგოდ, 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე გააქტიურდა საქართველოს ნაკრები, რასაც ვასკა ლობჟანიძის ლელო მოჰყვა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახვა წარმატებულად შეასრულა 7:0.

სულ რამდენიმე წუთში დაჯარიმდა რუსეთის ნაკრები, ჯარიმა კი ეფექტურად გამოიყენა თედო აბჟანდაძემ – 10:0.

თუმცა, მალევე, რუსეთის ნაკრებმა ანგარიში შეამცირა. რუსებმა ლელო დადეს და ჯარიმაც გამოიყენეს – 10:7.

ქართველი რაგბისტების უფრო გააქტიურდნენ, რასაც ისევ რუსეთის ნაკრების დაჯარიმება მოჰყვა, ხოლო თედო აბჟანდაძის წარმატებულმა დარტყმამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ანგარიშით 16:7 გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...