რამდენიმე წუთის წინ დასრულდა რაგბის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის. საქართველოს ნაკრებმა, დღეს კიდევ ერთხელ დაამარცხა მეტოქე.
მატჩის პირველი ტაიმი უშედეგოდ, 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე გააქტიურდა საქართველოს ნაკრები, რასაც ვასკა ლობჟანიძის ლელო მოჰყვა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახვა წარმატებულად შეასრულა 7:0.
სულ რამდენიმე წუთში დაჯარიმდა რუსეთის ნაკრები, ჯარიმა კი ეფექტურად გამოიყენა თედო აბჟანდაძემ – 10:0.
თუმცა, მალევე, რუსეთის ნაკრებმა ანგარიში შეამცირა. რუსებმა ლელო დადეს და ჯარიმაც გამოიყენეს – 10:7.
ქართველი რაგბისტების უფრო გააქტიურდნენ, რასაც ისევ რუსეთის ნაკრების დაჯარიმება მოჰყვა, ხოლო თედო აბჟანდაძის წარმატებულმა დარტყმამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ანგარიშით 16:7 გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებმა.